დიაბეტური ტერფის მოვლის რუტინა

დიაბეტი აზიანებს სხეულის იმუნურ სისტემას, ამიტომაც დიაბეტიანებისათვის ფეხის ტერფის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მცირედი ანთებითი გართულება, შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეს. ჩვენ გთავაზობთ დიაბეტური ტერფის მოვლის რუტინას, რომელიც სასურველია დანერგოთ ყოველდღიურობაში, რათა თავიდან აიცილოთ ტერფის დაზიანება: ტერფების შემოწმება - ფეხების ყოველდღიური დათვალიერება მნიშვნელოვანია, რათა შესუსტებული მგრძნობელობის გამო, არ გამოგრჩეთ რაიმე სახის დაზიანება. დაითვალიერეთ ფეხის წვივები და ტერფები საფუძვლიანად, მოინინჯეთ ფეხის თითები.
შეინარჩუნეთ სათანადო ჰიგიენა- აუცილებელია მუდმივად სისუფთავის დაცვა, სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების რისკის შესამცირებლად, რომელთანაც გამკლავება დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, შესაძლოა, გაგიჭირდეთ. აუცილებელია ფეხების დაბანა დილა-საღამოს თბილი წყლითა და საპნით.
გაუფრთხილდით ფრჩხილებს - კუთხეები ზალიან ფრთხილად დაიჭერით, რათა თავიდან აიცილოთ მისი ჩაბრუნება, რამაც შესაძლოა გაზარდოს ინფექციის საშიშროება.
სწორი ფეხსაცმელი - ფეხსაცმელი ყოველთვის ნახმარი უნდა იყოს, რთა თავიდან აიცილოთ მისი ზეწოლისაგან გამოწვეული დაზიანებები. ფეხსაცმლის გამოყენებამდე, საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რათა არ იყოს რაიმე, რაც ტერფს გატკენთ.
ტერფის დაცვა - ეცადეთ მოიხმაროთ ბუნებრივი ქსოვილის წინდა. ფეხსაცმელში კი, გამოიყენოთ სილიკონის დამცავები, როგორც თითების, აგრეთვე ქუსლის არეში. მთლიანი სუპინატორის მოხმარება შეამცირებს ზეწოლას ტერფის სხვასასხვა არეში და აგარიდებთ ტკივილსა და გაღიზიანებას.

ექიმის კონსულტაცია - რეგულარულად იარეთ შემოწმებაზე, რათა არ გამოგეპაროთ რაიმე სახის დაზიანება კიდურებში.