როგორ ვაქციოთ ზღვაზე დასვენება ვენების „მკურნალად“ და არა პირიქით

 

მათ, ვისაც ვენების პრობლემები აწუხებთ, ხშირად უწევთ უარის თქმა ზაფხულის აქტივობებზე. განსაკუთრებით მტკივნეულია სანაპიროსთან და მზესთან გამომშვიდობება. მაგრამ თუ ფრთხილად იქნებით და გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს, ამის გაკეთება არ მოგიწევთ:

 

 

 

1     მგზავრობა

      

     თუ დასასვენებლად შორს მიდიხართ, ეცადეთ სათანადოდ მოემზადოთ. ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი და ვარიკოზის  საწინააღმდეგო წინდა, რათა თავიდან აიცილოთ ფეხების შეშუპება. დალიეთ საჭირო რაოდენობის წყალი და ხშირად გაჩერდით   გზაში, გადმოდით მანქანიდან და გაიარეთ. თუ მატარებლით გიწევთ მგზავრობა,   იმოძრავეთ ვაგონებს შორის.

 

2.   საკვები

      

შ    შეარჩიეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ნაკლებად მიიღეთ მარილიანი და ზედმეტად ტკბილი.

 

3.   ცურვა 

     

      საუკეთესო აქტივობაა ვენების სამკურნალოდ. ეცადეთ ზღვაზე დასვენების უმეტესი დრო ცურვაში გაატაროთ, რაც დაგეხმარებათ სისხლის მიმოქვევის გაუმჯობესებაში და ხელს შეუშლის ფეხების შესიებას.

 

 

 

4.   მზისგან დაცვა

      

      მზის აბაზანები ვენებზე ცუდად მოქმედებს, თუმცა აქაც უნდა ეცადოთ ზომიერად მიიღოთ, რადგან D- ვიტამინი აუცილებელია ყველა ადამიანისათვის. ზღვაზე დასვენებისას შეარჩიეთ სწორი დრო   სანაპიროზე გასასვლელად - დილით ადრე და საღამოს.  იხმარეთ  ძლიერი მზისგან დამცავი საშუალება და მოისვენეთ ჩრდილში, ან ქოლგის ქვეშ.

 

5.    საზაფხულო ფეხსაცმლი

 

     

სწ  მისი სწოორად შერჩევა მნიშვნელოვანია.  მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაანაცვლეთ დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმლით. ზაფხულში ფეხებს ყველაზე მეტად ე.წ  „შლოპანცები“ აზიანებს, იწვევს ტერფის გადაღლას და ხელს უშლის ფეხებში სისხლის მიმოქცევას. უმჯობესია, სანაპიროზე ფეხშიშველმა  იაროთ.

 

6.   კომპრესიული წინდა 

      

      რთულია სიცხეში ატარო  კოპრესიული წინდები, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა თავიდან უფრო სერიოზული დაავადებები აირიდოთ. მუდმივად წინდის ჩაცმა რთულია, ამიტომ შეარჩიეთ გრილი დღეები   ან გრილი ადგილები, სადაც შეძლებთ რამოდენიმე საათის განმავლობაში წინდის ტარებას.

 

7.   დაასვენეთ ფეხები

        

      ძალიან ბევრი სიარული ვენებისათვის ცუდია, ეცადეთ ფიზიკური დატვირთვა გაანაწილოთ დღის განმავლობაში და შუალედებში ფეხები დაასვენოთ, წამოწექით და აწიეთ მაღლა.

 

8.   დადებითი განწყობა

      

-     ეცადეთ მაქსიმალურად განიტვირთოთ და ისიმოვნოთ თქვენი დასვენებით.