გაიგე მეტი დღეს ყველაზე საჭირო სამედიცინო ტექნიკის შესახებ

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა, უამრავი სიახლის გაცნობა და შეგუება მოუწიათ ადამიანებს. 

,,ახალი ხედვის“ გუნდმა გადაწყვიტა ინფორმაცია მოგაწოდოთ დღეს ყველაზე საჭირო პროდუქციის დანიშნულებასა და გამოყენებაზე.

ბოლო პერიოდში ალბათ ძალიან ხშირად გესმით სატურაციის აპარატი, იგივე პულსოქსიმეტრი.

რა დანიშნულება აქვს პულსოქსიმეტრს?

პულსოქსიმეტრი არის მოწყობილობა, რომელიც არაინვაზიურად და უმტკივნეულოდ საზღვრავს ადამიანის სისხლში ჟანგბადის დონეს და პულსის სიხშირეს წუთში. მას შეუძლია უსწრაფესად განსაზღვროს, თუ რამდენად ეფექტურად ხდება გულიდან ყველაზე დაშორებულ ადგილებში (ფეხის ან ხელის თითებში, ყურის ბიბილოში) ჟანგბადის მიტანა სისხლის საშუალებით.

 

მაჩვენებელი:

პერფუზიის ინდექსს (PI),

სატურაცია (SpO2)

რესპირაციის მაჩვენებელს ანუ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სიხშირეს წუთში (RR)

გულისცემის სიხშირეს (HR) და (პლეთისმოგრაფის) ტალღა.

 

ჟანგბადის კონცეტრატორი

ჟანგბადის კონცენტრატორი სპეციალური აპარატია, რომლის დანიშნულებაა ჟანგბადის მოლეკულების გამოყოფა ატმოსფეროდან, მათი კონცენტრაცია და სუფთა ჟანგბადის სახით მიწოდება. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე სახლის პირობებში (მისი გამოყნება არ გზღუდავთ, შეგიძლიათ პარალელურად აკეთოთ თქვენი საქმე).

 

ჟანგბადის კონცენტრატორი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით. მათი დახმარებით ატარებენ ჟანგბადით თერაპიას სუნთქვის უკმარისობის მქონე ადამიანებში, ასევე იმ ქალაქების მაცხოვრებლებში, სადაც ჰაერი განსაკუთრებით არის დაბინძურებული.

ხშირად აუცილებელი ტექნიკაა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთაც დაავადების ბოლო სტადია აქვთ და აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა.

 

მოწყობილობა მოსავლელადაც მარტივია – საჭიროა მხოლოდ ფილტრის გაწმენდა.  აუცილებლია გამოიყენოთ დენის დამცავი.

 

ჟანგბადის ბალონი

ჟანგბადის ბალონი პერიოდულად საჭიორებს შევსებას (ჟანგბადით შევსება ხდება სპეციალურ პუნქტებში).  იმისთვის რომ, მისი გამოყნება შეძლოთ, აუცილებლია, გქონდეთ სამედიცინო რეგულატორი დამატენიანებელი ჭიქით.

 

 ზემოთ აღნიშნული პროდუქციის შეძენა შესაძებლია ერთ სივრცეში, ,,ახალი ხედვის“ როგორც მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლიან მაღაზიაში.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ - https://www.facebook.com/akhalikhedva.ge/

ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

 577 111 241

577 555 925