ხელის მოტეხილობა და ტკივილი

ხელის მოტეხილობა და ტკივილი

ხელის ტკივილის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. უმეტესად, ხელის ტკივილი  გამოწვეულია ზედა კიდურის პირდაპირი ტრავმებით და წარმოიშობა ხელის სხვადასხვა ნაწილებში: ძვლებში, მყესებში, სახსრებსა თუ ნერვულ დაბოლოებებში. ხელის დაზიანებით წარმოქმნილი უსიამოვნო შეგრძნება შესაძლოა ტკივილზე ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდოს. 

ხელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

ხელის ტკივილს შესაძლოა ძალიან ბევრი მიზეზი იწვევდეს, მათ შორის:

ძირს დაცემა

სპორტული ტრავმა

მაჯის მოტეხილობა

მტევნის მოტეხილობა

წითელი მგლურა

ართრიტი

რეინოს ფენომენი

პერიფერიული ნეიროპათია

კარპალური გვირაბის სინდრომი

განგლიური კისტა

ხელის მოტეხილობა

ხელის მოტეხილობა წარმოიშობა ძლიერი ტრავმირებით: დაცემით ან დარტყმით. მოტეხილობა იწვევს ძლიერ ტკივილს, შეშუპებასა და კიდურის მოძრაობის შეფერხებას. გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დაზიანებული ხელის დროული და სწორი მკურნალობა.

ხელის მტევნის მოტეხილობა

ხელის მტევნის მოტეხილობა ძირითადად ხელისგულის, მაჯის ან თითების დაზიანებებს გულისხმობს. ხშირად მტევნის ყველაზე მცირე მოტეხილობა ძალიან სერიოზული პრობლემების გამომწვევი მიზეზი ხდება. არასწორი მკურნალობის პირობებში შესაძლოა განვითარდეს რიგიდობა, დეფორმაციები და მოძრაობის შეზღუდვა. 

ხელის თითის მოტეხილობა

ხელის თითის მოტეხილობა ფიზიკური ტრავმების შედეგია. დაზიანებები უმეტესად დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობებთან, ან ავტოსაგზაო შემთხვევებთან. თითის მოტეხილობას შეიძლება ახლდეს გართულებები, მაგალითად ჰიპერესთეზია, რაც დაზიანების არეში მგრძნობელობის პათოლოგიურ მომატებას გულისხმობს. მკურნალობის პროცესი ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, სერიოზული დაზიანების დროს ხდება ქირურგიული ჩარევაც. 

სხივ-მაჯის მოტეხილობა

სხივ-მაჯის მოტეხილობა ყველაზე ხშირად ძვლების გაბზარვით ან მოტეხვით ვითარდება. ასევე, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს ოსტეოპოროზიც (მდგომარეობა, რომლის დროსაც ძვლოვანი მასა მცირდება და ძვალი ხდება მყიფე). სხივ-მაჯის მოტეხილობის დროული მკურნალობა, ძვლების სწორად შეხორცებას უწყობს ხელს და ამცირებს დისკომფორტს.

იდაყვის მოტეხილობა

იდაყვის მოტეხილობას უმეტესად ფიზიკურად აქტიურ ახალგაზრდებში ვხვდებით, რაც იდაყვის სახსრის შემადგენლობაში შემავალი ძვლების (იდაყვი, სხივი, მხარი) დაზიანებას უკავშირდება. სხივისა და იდაყვის ძვლების მოტეხილობა ძირითადად გამოწვეულია გაშლილ ხელზე დაცემით. ამ დროს ხელის გამართვა შეუძლებელია. მხრის ძვლის ტრავმირება კი შესაძლოა მოტორული ნერვების დაზიანების მიზეზიც გახდეს.

 

ხელის მოტეხილობის სიმპტომები

ხელის მოტეხილობა ძირითადად შემდეგი სიმპტომებით ხასიათდება:

მოძრაობის შეზღუდვა

დეფორმაცია

ტკივილი

შეშუპება

ჩალურჯება ან გაშავება

სისხლჩაქცევები

მტევნის გაშეშება

თითების მოძრაობის სირთულე

მოძრაობისას ტკივილის გამძაფრება


ახალი ხედვის ხელის ფიქსატორები

ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა. კომპანია ლიდერია ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში და მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის საკუთარ სერვისს. ახალი ხედვა აქტიურად მუშაობს ონლაინგაყიდვების მიმართულებითაც. თუ გაწუხებთ ხელის მოტეხილობა ან სხვა, მასთან დაკავშირებული ჩივილები, ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის მოგვარებაში და მოგაწვდით მაღალი ხარისხის ფიქსატორებს პირდაპირ თქვენს სახლში. ახალი ხედვის ხელის ფიქსატორები ამსუბუქებს რეაბილიტაციის პროცესს და მკურნალობის სწორად წარმართვას უწყობს ხელს.

ნაქსოვი მაჯის დამჭერი დაგეხმარებათ მაჯის მოტეხილობის ან ამოვარდნის დროს, მაჯის არტახი კი მოგიხსნით დაჭიმულობას. ხელის თითის ტრავმების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება თითის ფიქსატორია, რომელიც აღდგენის პროცესს უწყობს ხელს. მხრის დაზიანებისთვის იდეალურ გამოსავალს მკლავის ქამარი წარმოადგენს. ქამარი აფიქსირებს ხელის პოზიციას და ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას.