მენჯ-ბარძაყის ტკივილი
რა არის ართროზი? ეს სახსრების ყველაზე გავრცელებული დააავადებაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. საქართველოში ყველაზე გავრცელებული მენჯ-ბარძაყის ართროზია, რაც გამოწვეულია გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვით, ვარჯიშების შესრულების არასწორი ტექნიკით, სხვადასხვა ტრავმით და ა.შ. ეს პროგრესირებადი დაავადებაა და საჭიროა, დროულად მოახდინოთ რეაგირება. რამდენიმე წელში შესაძლოა ღრმა ართროზი ჩამოგიყალიბდეთ, შეგეცვალოთ ბარძაყის ძვლის თავის ფორმა, გაგიჩნდეთ წანაზარდები და ოსტეართროზი წარმოიქმნას.
თეძოს ტკივილის სიმპტომები
პაციენტს მენჯ-ბარძაყის ართროზის დროს სხვადასხვა ჩივილები აქვს, მაგალითად: ტკივილის შეგრძნება მოძრაობის ან დასვენების დროს, საზარდულში, დუნდულებსა და მუხლებში. გარდა ამისა, სახსრის მოძრაობა იზღუდება. თავდაპირველად, ბარძაყის გაშლა ირღვევა, შემდეგ კი შიდა ბრუნვა და მოკეცვა.
მენჯ-ბარძაყის ტკივილი შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
● ართრიტი - რევმატოიდული ართრიტი,ოსტეოართრიტი, ფსორიატული ართრიტი, რეუმატოიდული ართრიტი და სეპტიური ართრიტი.
● მენჯ-ბარძაყის ტრავმები - ბურსიტი, დისლოკაცია, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ბარძაყის რბილი ქსოვილების გახევა, საზარდულის თიაქარი, დაჭიმვა ან დაძაბვა, ტენდინიტი
● დაზიანებული ნერვები - დისკის თიაქარი, მერალგია პარესთეტიკა, საკროილიიტი, თეძოს ნერვის ანთება, სპინალური სტენოზი
● სხვა დაავადებები - ავასკულური ნეკროზი, ლეგ-კალვე-პერტესის დაავადება, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი, რაქიტი, სინოვიტი.
მენჯის ტკივილი ორსულობისას
ორსულებში მენჯ-ბარძაყის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს სიმფიზიტით.ორსულობის პერიოდში ჰორმონი რელაქსინი გამოიყოფა, რომელიც მყესებსა და შემაერთებელ ქსოვილებს ადუნებს. მიზეზი მარტივია: მშობიარობისას მენჯის ძვლები ადვილად უნდა გაფართოვდეს, ამ ჰორმონის ზემოქმედებით კი მენჯის სახსრები უფრო მოქნილი ხდება. თუმცა, ეს ყველაფერი მცირე ანთებით პროცესებსა და ტკივილს იწვევს. ამ დროს რეკომენდირებულია მსუბუქი ვარჯიშები.
მენჯ-ბარძაყის ტკივილის მკურნალობის მეთოდები
აუცილებელია, რომ დაავადებისგან გამოწვეული ტკივილი შეჩერდეს და შესაძლო გართულებები თავიდან აირიდოთ. ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც დაზიანებული სახსარი ხელოვნური სახსრით ჩანაცვლდება. თუმცა, საწყის ეტაპზე გირჩევთ, რომ აკოტროლოთ ჭარბი წონა. მიირთვით ჯანსაღი საკვები - ხილი, ბოსტნეული, თევზეული და თხილეული. არ მიიღოთ შემწვარი და გადამუშავებული საკვები, არც რძის ნაწარმი და ხორცპროდუქტები. დოულად მიმართეთ ექიმს, რათა თქვენზე მორგებული მკურნალობა დაგინიშნოთ.
მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები "ახალი ხედვა"
სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებს. ისინი დაზიანებული ადგილის ეფექტური რეაბილიტაციისა და აღდგენისთვის გამოიყენება. მენჯ-ბარძაყის ბანდაჟი იდეალურია სპორტული ტრავმების, ბარძაყის კუნთებისა და სხვადასხვა დაზიანების დროს, რადგან სახსარს დაზიანებისგან იცავს. რაც შეეხება საზარდულის თიაქრის ბანდაჟს, ის დისკომფორტს ხსნის და გართულებებს თავიდან აგარიდებთ. გარდა ამ პროდუქტებისა, “ახალი ხედვის” მაღაზიებში შეხვდებით ორთეზებს, ფიქსატორებს, გასახდომ ელასტიკებსა და დამჭერებს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 16 ფილიალითაა წარმოდგენილი და პროდუქციის შეძენა ონლაინ, ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!