ტკივილი კოჭის არეში
კოჭი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ნაწილია, რომელიც მთელი სხეულის მასის ზეწოლას უძლებს. ტკივილი ძირითადად კოჭის შიდა, გარე ან აქილევსის მყესის გასწვრივ ვრცელდება. მსუბუქი ტკივილი არც ისე საშიშია და სახლში მკურნალობას ექვემდებარება, თუმცა, კოჭის ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.
კოჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
კოჭის ტკივილი ძირითადად ტრავმირებითა გამოწვეული, რომლის შედეგად ძვლები, მყესები, იოგები, ან კუნთები ზიანდება. კოჭის ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს:
• დაცემა
• სპორტული ტრავმა
• უსწორმასწორო ზედაპირზე დიდხანს სიარული
• ძლიერი დარტყმა
• აქილევსის ტენდინიტი
• ოსტეოართრიტი
• სეპტიური ართრიტი
• ძვლის მოტეხილობა
• კუნთებისა და მყესების დაზიანება
• მყესის დაჭიმვა
• ღრძობა
• ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა
მყესის დაჭიმვა
მყესი წარმოადგენს ძლიერ ქსოვილურ ზონარს, რომელიც ძვალს კუნთთან აკავშირებს. ნებისმიერი ტიპის მოძრაობა შეუძლებელი იქნებოდა მყესების გარეშე. მიუხედავად მყესების მტკიცე აგებულებისა, ისინი ხშირად ზიანდება. დაზიანებებს თან ახლავს მოძრაობის გაძნელება და ტკივილი, რაც უმეტესად გამოწვეულია მყესების ანთებით, დაჭიმვით, ან გაცვეთით.
მყესის დაჭიმვას მცირე ტრავმები იწვევენ. ზოგჯერ დაჭიმვის სიმპტომები პაციენტებს უბრალო ნატკენში ერევათ, რაც სამომავლოდ სერიოზული გართულებების მიზეზი ხდება. დაჭიმვის სიმპტომებია:
• სახსრის ტკივილი
• სახსრის შეშუპება
• ჰემატომა (ჩალურჯება)
• მაღალი ტემპერატურა
• მოძრაობის გართულება
კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა
კოჭ-წვივის სახსარი აქტიურად მონაწილეობს მოძრაობის პროცესში და, ასევე, წარმოადგენს მტკიცე საყრდენს ადამიანის სხეულისთვის. კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტრავმად მიიჩნევა და ტკივილის გარდა, ბევრ სხვა ტიპის დისკომფორტთან ასოცირდება.
მოტეხილობის მიზეზი შესაძლოა გახდეს:
• დაცემა
• ძლიერი დარტყმა
• ფეხის გადაბრუნება
კოჭ-წვივის სახსრის მოტეხვის შემთხვევაში აუცილებელია დროული და სწორი მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტმა სამუდამოდ დაკარგოს გადაადგილების სრულყოფილი უნარი.
კოჭ-წვივის სახსრის ტკივილის მკურნალობა
კოჭ-წვივის სახსრის ტკივილს რამდენიმე ძირითადი გამომწვევი მიზეზი აქვს. მსუბუქი დაზიანებებისა თუ ტრავმების შემთხვევაში უმეტესად გამოყენებულია ამბულატორიული მკურნალობა, თაბაშირის იმობილიზაცია. რაც შეეხება მოტეხილობებს და სხვა მძიმე დაზიანებებს, ამ შემთხვევაში, საჭირო ხდება პაციენტების კლინიკაში გადაყვანა და ქირურგიული ჩარევა.
აუცილებელია, რომ რეაბილიტაციის პროცესი პროფესიონალი ექიმების მეთვალყურების ქვეშ მიმდინარეობდეს.
"ახალი ხედვის" კოჭის ფიქსატორები
"ახალი ხედვა" ლიდერი კლინიკაა ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში 2012 წლიდან. კომპანია თავის მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებით.
თუ გაწუხებთ ტკივილი, ან სხვა ტიპის დისკომფორტი კოჭის არეში, ახალი ხედვის კოჭის ფიქსატორები გაგიმარტივებთ მკურნალობის პროცესს და დაგიცავთ გართულებებისგან. სახსრის არასტაბილურობის დროს გაღიზიანების ან ტკივილის შემთხვევაში გამოიყენეთ ახალი ხედვის კოჭის სამაგრი რბილი ჩანართით. კოჭის ბანდაჟი მოგიხსნით მყესების დაჭიმულობას ან ტერფის ქრონიკულ ტკივილს. შედარებით მძიმე დაზიანებების დროს რეკომენდებულია კოჭის ფიქსატორი და კოჭის ორთეზი. ფიქსატორი აფიქსირებს კოჭ-წვივის სახსარს სასურველ პოზიციაში, კოჭის ორთეზი კი ამარტივებს რეაბილიტაციის პროცესს შეიძინეთ სასურველი პროდუქტი ონლაინ და ჩვენ მას სახლში მოგაწვდით.