ფეხის მოტეხილობა და ტკივილი

ფეხის მოტეხილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მას ხშირად საგზაო შემთხვევები, სპორტული აქტივობა, წაქცევა და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა იწვევს. ამ დროს პაციენტს ძლიერი ტკივილი აწუხებს და დაზიანებული ადგილი შესაძლოა შეშუპდეს ან დალურჯდეს. თუ ფეხი მოიტეხეთ, დაუყოვლებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან სწრაფი დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტ როლს თამაშობს სრულ რეაბილიტაციაში.

რა იწვევს ფეხის ტკივილს

ფეხის ტკივილს, გარდა მოტეხილობისა და ტრავმებისა, სხვა გამომწვევი მიზეზებიც აქვს, როგორებიცაა:

რევმატოიდული ართრიტი - ამ დროს ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება და მოძრაობა სახსრის იზღუდება.

ოსტეოართროზი - სახსარი დეფორმაციას განიცდის და მასზე მცირე ზომის წანაზარდები ოსტეოფიტები ჩნდება.

ტენდინიტი -  მყესის ქსოვილის ანთება, რომელიც მიმდინარეობს ძვალთან მიერთების წერტილში ან მყესისა და კუნთის გადაბმის ადგილში. 

● მუხლის იოგების დაჭიმვა -სახსრების გადატვირთვის დროს ხშირად იოგები იჭიმება ან იგლიჯება. ტრავმები განსაკუთრებით ხშირია სპორტსმენებში, სიმპტომები კი შემდეგნაირია: ტკივილი, შეშუპება, კუნთების სპაზმები და დაქვეითებული მოძრაობა. რაც შეეხება მენისკს, ის მოძრაობის დროს მუხლის სახსრის სტაბილიზაციას ახდენს, ტრავმის შემთხვევაში კი მისი ბიომექანიკა ირღვევა.  მენისკი შესაძლოა მაშინ დაზიანდეს, როდესაც მოხრილ მუხლს მკვეთრად და სწრაფად გაშლით, სახსარში რაიმე მძიმე საგანი მოგხვდებათ ან მუხლს კიბის საფეხურის კიდეს ჩამოარტყამთ. 

მკურნალობის მეთოდები

მოტეხილობის დროს უმნიშვნელოვანესია ტრავმირებული კიდურის უძრავად დაფიქსირება. სახსრების ფიქსაციისთვის გამოიყენება ორთოპედიული საშუალებები - ფიქსატორები, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვისაა განკუთვნილი. მისი საშუალებით თავიდან აიცილებთ ზედმეტ მოძრაობას, რათა ტრამვა არ გაგიუარესდეთ.

"ახალი ხედვის" მუხლის ფიქსატორები 

თუ უმაღლესი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების მუხლის ფიქსატორებს ეძებთ, მაშინ “ახალი ხედვა” უნდა აირჩიოთ. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ საქართველოს მასშტაბით 16 მაღაზიაში, გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს ონლაინ გაყიდვების მიმართულებით. განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი:

სტანდარტული მუხლის ფიქსატორი - გამოიყენება მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება.

მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს. აქვს კონტროლირებადი მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ფეხის სასურველ დონეზე მოხრა და გაშლა შეგიძლიათ.

მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - ხელმისაწვდომია როგორც მოკლე, ასევე გრძელიც. გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.