“ახალი ხედვის” ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის
ორსულობის ბანდაჟი ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ეს ყველა სიმპტომი ორსული ქალების უმრავლესობისთვის ნაცნობია - ამიტომ, ამ სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● საორსულე ბანდაჟი - ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგ-დამჭერითა და მის გარეშე.
● ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) - ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.
● ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტია, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
ორსულობის ბანდაჟის ბენეფიტები
ორსულობის ბანდაჟს მშობიარობამდე ქალები აქტიურად გამოიყენებენ. ეს პროდუქტი მათ სხვადასხვა პრობლემის დაძლევაში ეხმარება:
● წონის მატება;
● ქვედა კიდურების ვარიკოზი;
● მუცლის დაწევა;
● დისკომფორტი წელის არეში.
რა დროს და რამდენი ხნით უნდა გამოვიყენოთ ბანდაჟი ორსულობის დროს?
კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - Anita-ს, მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ორთოპედიული ბანდაჟები ორსულებისთვის. ეს პროდუქტი, ძირითადად, ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოიყენება. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ორსულობის ბანდაჟის გამოყენების მთავარი მიზანი მშობიარობამდე მყოფი ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქტის სხვადასხვა ტიპი არსებობს და სწორად უნდა შევარჩიოთ ისინი. ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ორსულობის სამაგრი უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგ-დამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს.