“ახალი ხედვის” ორთოპედიული პროდუქტები ორსულებისთვის

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქტების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტებს ოპტიმალურ ფასებში შეხვდებით. “ახალი ხედვა”  არის Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Bauerfeind-ის, Berger-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. სხვადასხვა  ორთოპედიულ პროდუქტებს შორის არის ორსულებისთვის განკუთვნილი სამედიცინო ნივთები, რომლებსაც ქალები ამ პერიოდში აქტიურად გამოიყენებენ.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

საორსულე ბანდაჟი - ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე.

საორსულე გეტრი - გამოიყენება მსუბუქი ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. საორსულე გეტრები გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. გეტრი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს.

სამგზავრო წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. Traveno-ს კომპრესიული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ორთოპედიული ბალიში - ორსულობისას ასევე იყენებენ რეფლუქსის საწინააღმდეგო და სავარძლის ორთოპედიულ ბალიშებს. სავარძლის ბალიში ამცირებს დატვირთვას მცირე მენჯის ვენებზე და ხელს უშლის ჰემოროის პროგრესირებას.

სუპინატორები - ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ფეხზე დატვირთვა იზრდება, დუნდება კუნთოვანი და მყესოვანი სისტემა, რასაც ხშირად ბრტყელტერფიანობა მოსდევს. განსაკურებით აღინიშნება განივი მეტატარზალური თაღის ფორმის შეცვლა და წინა ტერფის ძვლების განზე გასვლა. ამ დროს ქალებს ჰგონიათ, ფეხი გაეზარდათ, რადგან იმავე ზომის ფეხსაცმლის გამოყენება უჭირთ. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გასწვრივ და განივ თაღებს დავეხმაროთ ფორმის შენარჩუნებაში, რის საშუალებასაც გვაძლევს ინდივიდუალური ან სტანდარტული სუპინატორი.

უმაღლესი ხარისხის ეს ორთოპედიული პროდუქტები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  13 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. მაღაზიების გარდა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ. პროდუქტის შესაკვეთად და კონსულტაციისათვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 346 405