“ახალი ხედვის” სამედიცინო პროდუქცია
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სამედიცინო პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. ეს სამედიცინო ნივთები სხვადასხვა დანიშნულებისაა და მათ ადამიანები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალით არის წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. მათ შორის არის:
● ორთოპედიული ფიქსატორები - სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მზადდება უდრეკი ან რბილი მასალისგან და ინიშნება სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით.
● ვარიკოზული მოვლის საშუალებები - ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ ან ვარიკოზის პრევენციისთვის გამოიყენება .
● ავადმყოფის მოვლის საშუალებები - სამედიცინო პროდუქტების ფართო სპექტრს აერთიანებს. მათ შორის არის: ნაწოლების ლეიბი , იღლიის ყავარჯენი, კინეზიო ტეიპი, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები და კოლოსტომის ჩანთები.
● ორთოპედიული სუპინატორები - მათი გამოყენება რეკომენდებულია მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესის დაზიანებისა და ტერფის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. რაც უფრო ძლიერია ტერფის ამორტიზაციის მექანიზმი, მით უფრო ნაკლებად იღლება ხერხემალი. ამიტომ მისი ტარება სპორტული და პროფესიული დატვირთვის, ორსულობის, სქოლიოზის, რევმატული დაავადებებისა და პათოლოგიების დროსაც რეკომენდებულია.
ფიქსატორები
სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორია წარმოდგენილი.
● მხრის ფიქსატორი - მხრის ფიქსატორი სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას, ძირითადად, მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ.
● იდაყვის ფიქსატორი - გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც.
● კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
● კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. ამ პროდუქტს შეუძლია კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.
● სხივ-მაჯის ფიქსატორები - გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
● ხერხემლის ფიქსატორებს - წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პროდუქტი ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და წელის ტკივილის და ამ არეზე დატვირთვის შესამცირებლად იდეალურია.
● თითის ფიქსატორი - მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.
● მუხლის ფიქსატორი - ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დრო, ასევე მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანების სამკურნალოდაც.
● ტერფის ფიქსატორი - ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია ქუსლის დეზის დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.
● მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - სხეულის ამ ნაწილის სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის დროს და ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების დაზიანების დროსაც ატარებენ.
ვარიკოზის მოვლის საშუალებები
სამედიცინო მაღაზიაში “ახალ ხედვას” Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ვარიკოზის მოვლის საშუალებები აქვს წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფეხებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს . ეს სამედიცინო საშუალებები ასევე, ვარიკოზის დროს შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.