ანტითრომბული წინდები

ანტითრომბული წინდები თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. ეს პროდუქტი ასევე ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ანტითრომბული წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მას პაციენტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებენ.

რა ტიპის ანტითრომბული წინდების შეძენა შეგიძლიათ “ახალ ხედვაში”?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ანტითრომბულ წინდებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსას/MorsaCyberg, მედივასა/Mediva და ბერგერის/Berger წინდებს შეხვდებით.

ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. 

ანტი-თრომბოემბოლიური წინდა -  ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. 

ანტითრომბოებოლური მაღალყელიანი წინდა -გამოიყენება თრომბოზის და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

რამდენი ხნით არის საჭირო მათი ტარება?

ანტიემბოლიურ წინდებს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. სასურველია, რომ მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან და მისი გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განსაზღვროთ წინდების გამოყენების ხანგრძლივობა. ანტიემბოლიურ წინდებს იყენებენ  ოპერაციამდე, ოპერაციის დროს, ორსულობის პერიოდში. რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს - რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ ანტიემბოლური წინდის ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.

სად უნდა შევიძინოთ ანტითრომბული წინდები?

კომპანია “ახალი ხედვას”. ანტითრომბული წინდების შეძენა საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალშია შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებს შეხვდებით - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. სასურველი პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლან შესყიდვაც, ვებგვერდის მეშვეობით.