ანტივარიკოზული კოლგოტი:კომფორტი და ვენების დაცვა
ანტივარიკოზული კოლგოტი სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთია, რომელსაც ადამიანები ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისა და ქირურგიული ჩარევების დროს იყენებენ. ამ პროდუქტის ტარება ეფექტურია ვარიკოზისა და ვენების სხვადასხვა დაავადების დროს. ანტივარიკოზულ კოლგოტს ასევე იყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს.
ანტივარიკოზული კოლგოტის სარგებელი
ანტივარიკოზული კოლგოტი ამცირებს ისეთ შეგრძნებებს ქვედა კიდურებში როგორიცაა:
● ფეხებში შეშუპება;
● დაღლილობა;
● ტკივილი.
ასევე, ეს პროდუქტი ხელს უწყობს:
● ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
● ფეხებში სიმძიმის შეგრძნების მოხსნას;
● დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
● კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ანტივარიკოზული კოლგოტის სახეობები
ანტივარიკოზული კოლგოტის რამდენიმე კლასი არსებობს:
● პირველი კლასის წინდები - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს.
● მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
როგორ ავირჩიოთ ანტივარიკოზული კოლგოტი სწორად?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ანტივარიკოზულ კოლგოტებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - Medi-ს, Sigvaris-ისა და MorsaCyberg-ის წინდებს შეხვდებით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● საორსულე გეტრი - გამოიყენება მსუბუქი ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. საორსულე გეტრები გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. გეტრი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს.
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინ
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა - ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
ამ პროდუქტების ტარებამდე სასურველია, რომ კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან და მისი რეკომენდაციების შესაბამისად გამოიყენოთ
ანტივარიკოზული კოლგოტის გამოყენება და მოვლა
რეკომენდებულია, რომ კოლგოტი ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ ანტივარიკოზული კოლგოტის ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.
დასკვნა: რატომ უნდა გამოიყენოთ ანტივარიკოზული კოლგოტი
ანტივარიკოზული საშუალებები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. ამ პროდუქტს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები.