ანტივარიკოზული წინდები

ანტივარიკოზული წინდები და ანტივარიკოზული კოლგოტები ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება. ანტივარიკოზული გეტრი ვარიკოზის არსებობის დროს პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. ანტივარიკოზული კოლგოტები და წინდები:

ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;

ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;

ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში;

ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;

უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გარდა ამისა, ანტივარიკოზული კოლგოტი, წინდები და ანტივარიკოზული გეტრი ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებასაც ხსნის - ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ვარიკოზის შემთხვევაში ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ ჩნდება. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რომელიც ძირითადად  ქალებში გვხვდება.

კომპანია “ახალი ხედვის” ანტივარიკოზული კოლგოტები და წინდები

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ანტივარიკოზული კოლგოტების, წინდებისა და ანტივარიკოზული გეტრების დიდ არჩევანს სთავაზობს. ისევე, როგორც სამედიცინო ჯგუფის სხვა პროდუქტები, კომპრესიული წინდებიც უმაღლესი ხარისხისაა და მათი ფასი 45 ლარიდან 335 ლარამდე მერყეობს. ანტივარიკოზული წინდები განსხვავდება ზომებით,კომპრესიით,დიზაინით,სიგრძით,ქსოვილით,ფასებითა და დანიშნულებით. მაგალითად,  ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, მას  ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც ატარებენ. ამ სამედიცინო საშუალებებში განარჩევენ რამდენიმე კლასის კომპრესიას. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.  რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ მომხმარებლები მკურნალობის მიზნით იყენებენ და ისინი აუცილებლად ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით უნდა დაინიშნოს. 

მოდით, განვიხილოთ კომპანია “ახალი ხედვის” რამდენიმე ანტივარიკოზული წინდა:

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. 

ანტივარიკოზული გეტრი - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ანტიემბოლიური წინდა წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

რა უპირატესობა აქვს კომპანია “ახალ ხედვას”?

ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ანტივარიკოზული წინდები მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანია „ახალი ხედვის“ 13 სამედიცინო მაღაზიაშია წარმოდგენილი. სამედიცინო ჯგუფი  აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებითაც. რაც შეეხება იმპორტს - ეს პროცესი თითქმის 10 წელია უკვე საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან ხორციელდება. საქართველოს ბაზარზე მრავალწლიანი არსებობა და  საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა კი მომხმარებლების ნდობასა და ერთგულებას წლიდან წლამდე ამყარებს. მაგალითად, კომპანია “ახალი ხედვა”  შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მაღაზიათა ქსელში ასევე ხელმისაწვდომია Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ანტივარიკოზული წინდები.

Sigvaris არის შვეიცარიული ბრენდი, რომელიც  საერთაშორისო ბაზარზე 150 წელია არსებობს.ის აწარმოებს სამკურნალო და საპროფილაქტიკო დანიშნულების კომპრესიულ ტრიკოტაჟს,რომელიც თავისი ხარისხით მთელ მსოფლიოში არის ცნობილი. Morsa Cyberg  კი ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი თურქული კომპანიაა.ის ახორციელებს თავისი ნაწარმის ექსპორტს 40-ზე მეტ ქვეყანაში,მათ შორის საქართველოში,სადაც მისი ექსკლუზიური პარტნიორი არის სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა”.