ავადმყოფის გადასაადგილებელი საშუალებები
ავადმყოფის მოვლა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც შესაძლოა თვეები ან წლებიც, კი გაგრძელდეს. ამ დროს პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ავადმყოფის მოვლის საშუალებები. უმაღლესი ხარისხის ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს მომხმარებლებს კომპანია „ახალი ხედვა“ 2012 წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. უკვე 10 წელია კომპანია პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
გადასაადგილებელი ხადულკა
თვითგადასაადგილებელი ხადულკა გამოიყენება პაციენტისთვის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციის პერიოდში გადაადგილების გასამარტივებლად. ხანდაზმულებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, რაც მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს არ მოიცავს. ამ დამხმარე საშუალებით სარგებლობა შეიძლება როგორც მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ასევე ინსულტის, ცერებრალური დამბლისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს.
გადასაადგილებელი ყავარჯენი
ყავარჯენი მნიშვნელოვანი სამედიცინო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარული სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ. ეს პროდუქტი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ამიტომ ყავარჯენი ადამიანებისთვის ყოველდღიურ მოძრაობასა და გადაადგილებაში დიდ როლს ასრულებს. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში თქვენ შეხვდებით სხვადასხვა ტიპის ყავარჯნებს. მათ შორის არის: იდაყვისა და იღლიის. მათ აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირებაც.
სად შევიძინოთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები?
მათი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი. კომპანია „ახალი ხედვა“ თბილისის გარდა გორში, ქუთაისსა და ბათუმში 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. თუმცა, სასურველი პროდუქტის შეძენა მაღაზიების გარდა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც, არის შესაძლებელი. კომპანია „ახალი ხედვის“ ავადმყოფის მოვლის საშუალებების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.akhalikhedva.ge