ავადმყოფის მოვლის მოთხოვნადი საშუალებები
ავადმყოფის მოვლის საშუალებები პაციენტებს გადაადგილებაში, მოძრაობაში, წამოდგომაში, წონასწორობის დაცვასა და სხვა ინდივიდუალური საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება. ეს სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთები პაციენტების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს კომპანია „ახალი ხედვა“. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ყავარჯენი - არსებობს იდაყვის და იღლიის ყავარჯენი, რომელსაც აქვს პლასტმასის ან სილიკონის საყრდენი. სურვილისამებრ, შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირებაც.
● ხელჯოხი - არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადი, ასევე დასაკეცი. ის ადამიანებს წონასწორობის დაცვასა და გადაადგილებაში ეხმარება.
● ნაწოლების მატრასი - ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია პაციენტის მოვლის პროცესში, რადგან ის ხელს უშლის ნაწოლების გაჩენას მწოლიარე ავადმყოფებში. ამასთანავე, მას აქვს კომპრესორიც, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით იმ წერტილებში, რომლებიც განიცდიან ზეწოლას ხანგრძლივი წოლის პროცესში. შესაბამისად, ნაწოლების მატრასი არის საშუალება, რომლის გამოყენება აუცილებელია კანის ატროფიისა და წყლულების ჩამოყალიბების პრევენციისთვის.
● შშმ პირთა ეტლი - თითოეული მათგანი განსხვავდება მასალით, ზომებით, წონითი დატვირთვით, ფუნქციებით და შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ისინი ძირითადად, არის კეცვადი, გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. არსებობს ასევე მრავალფუნციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი, შესაძლებელია ასევე თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში.
● თვითგადასაადგილებელი საშუალებები - ადამიანებს დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მოძრაობაში ეხმარება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროს და რეაბილიტაციის პერიოდში. ამ სამედიცინო ნივთს ხშირად იყენებენ ხანდაზმულიც. ისინი განსხვავდება გადაადგილების მექანიზმის და წონითი დატვირთვის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის სიმაღლეში რეგულირებაც არის შესაძლებელი.
კომპანიის 12 ფილიალში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა: მორსა/MorsaCyberg, ბერგერი/Berger, ბაუერფეინდი/Bauerfeind, დარკო/Darco და სიგვარისი/Sigvaris. მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე მაღაზიებში და ონლაინ რეჟიმში.