ბავშვის მუხლის ფიქსატორები კომპანია “ახალ ხედვაში”
მუხლის ფიქსატორი უეცარი ტრავმის, დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაზიანების დროს ინიშნება. ამ პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში” - მათ შორის არის საბავშვო მუხლის ფიქსატორი. ამ სამედიცინო საშუალებას არასრულწლოვნებში მოტეხილობის, ღრძობის, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის, მუხლის სახსრის ან იოგების დაჭიმულობის დროს იყენებენ. ბავშვის მუხლის საფიქსაციო პროდუქტები დაზიანების პრევენციისა და მკურნალობის გარდა, ხელს უწყობს და აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს. მუხლის ტკივილის მსუბუქი შემთხვევები ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის. ამ დროს კი მუხლის უმოძრაოდ გაჩერება ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. მუხლის სამაგრი იმობილიზაციას უზრუნველყოფს და შესაბამისად ბავშვებს ტკივილსაც უმსუბუქებს.
რა იწვევს მუხლის ტრავმებს?
მუხლის ტრავმები შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა იოგის გახევა , ხრტილის დაზიანება ან სხვადასხვა დაავადება. ბავშვებში კი ეს შემთხვევები ხშირად წაქცევას, გადმოხტომას, ინფექციას ან ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდებოდება. ასევე არასრულწლოვნებში მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ზრდის პროცესი იყოს - რაც, რა თქმა უნდა, ნორმალურია და არ საჭიროებს რაიმე სამედიცინო ჩარევას. სხვა შემთხვევებში ექიმები მუხლის საფიქსაციო საშუალებებს უწევენ რეკომენდაციას. ტრავმების დროს მუხლის ტკივილი შესაძლოა, იმდენად ძლიერი იყოს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვს ხელი შეუშალოს. მუხლის დამცავი კი ამ ადგილს იცავს დაზიანებისგან და ბავშვებიც უფრო თამამად ახერხებენ ვარჯიშსა და სპორტულ აქტივობებს. გარდა პრევენციული საშუალებებისა,არსებობს მუხლის ბანდაჟი, რომელიც წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების, მენისკის გახევისა და წვისვის მოტეხილობის დროსაც გამოიყენება.
როგორ შევარჩიოთ ბავშვის მუხლის ფიქსატორი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მუხლის ფიქსატორებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ეს პროდუქტები თბილისის გარდა, საქართველოს ოთხი რეგიონის 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. “ახალი ხედვის” საბავშვო მუხლის სტაბილიზატორები დამზადებულია ორმაგად ლამინირებული ნეოპრინის მასალით, რომელიც ჰაერგამტარია და მუხლის სახსარს ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას იცავს. მისი დამატებითი ჩანართები კი სასურველ პოზიციაში სახსრის უმოძრაოდ ფიქსაციას უზრუნველყოფს. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ბავშვის მუხლის ფიქსატორი - იცავს მუხლის სახსარს ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე გამოიყენება მუხლის სახსრისა და კვირისტავის იოგების დაჭიმულობის დროს. ეხმერება მუხლს დაზიანების შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზინებისგან
ბავშვის მუხლის შემბორკავი - დამზადებულია 6 მმ სისქის ლამინირებული ღრუბელის მასალისგან. აქვს მეტალის ჩანართები, რომელიც ფეხის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას უზრუნველყოფს .
ბავშვის მუხლის დამცავი - დამზადებულია ორმაგად ლამინირებული ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას.აღნიშნული საფიქსაციო გამოიყებება მუხლის სხვადასხვა ტრავმის დროს.