ბეჭების ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ბეჭების ტკივილმა შეიძლება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ასაკში შეგაწუხოთ. ეს დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოფისში მუშაობას და კომპიუტერთან საათობით ჯდომას უკავშირდება. ბეჭების ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის ხშირია უეცარი ტრავმა, გადატვირთული ფიზიკური აქტივობა ან რომელიმე ხერხემლის დაავადება. ბეჭების ტკივილის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტურია ვარჯიში, ცურვა, მასაჟი და ფიზიოთერაპია. თუმცა, თუ ბეჭების ტკივილი ძალიან შემაწუხებელია ან ორ კვირაზე დიდხანს გაგრძელდა, მაშინ აუცილებლად ექიმთან ვიზიტი ჩანიშნეთ.
ბეჭების ტკივილის გამომწვევი მიზეზები
ადამიანების უმრავლესობას ერთხელ მაინც გამოუცდია ბეჭების ტკივილი. როგორც ვთქვით, ეს ბევრ სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
● რადიკულიტი;
● ხერხემლის პათოლოგიები;
● ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
● სპონდილოზი;
● კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება;
● წელკავი.
ბეჭების ტკივილის მკურნალობა
ადამიანები მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებენ ზურგის ქამრებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ ნაწილში ტკივილის შემსუბუქებას. ამ პროდუქტს მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. მათი დიდი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. თბილისის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდების პროდუქციას როგორიცაა : Sigvaris, Morsa Cyberg, Berger და Bauerfeind. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ამ ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ზურგის ფიქსატორები. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც. კომპანია “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისა და სასურველი ნივთის გამოწერის შემდეგ, შეკვეთილ პროდუქტს კურიერი ნებისმიერ ადგილზე მოგაწვდით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული და მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში.მას ასევე იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
● მხრების ქამარი - ბეჭების დაფიქსირებასა და ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნებას უწყობს ხელს.ზურგის კორსეტს გამოიყენებენ პროფილაქტიკისთვის ან გამრუდების მარტივის ფორმების დროს.ეს პროდუქტი ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქალბატონებში.ისინი მხრების ქამარს კუნთების მოსვენებისა და რელაქსაციისთვის იყენებენ.