ბეჭის ძვლის მოტეხილობა
ბეჭის ძვლის მოტეხილობა მხრის სახსართან ახლოს ვითარდება. ამ დროს ზიანდება საფიქსაციო აპარატი, მყესები, სახსარსა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვითარდება სისხლჩაქცევა. დიაგნოსტიკის დროს პაციენტს უკეთებენ რენტგენს რამდენიმე პროექციაში. ეს საკმარისია იმისათვის, რომ დადგინდეს სწორი მდებარეობა აქვს, თუ არა ბეჭის ძვლის თავს. რენტგენოგრაფიის შედეგები ასევე ასახავს ძვლების დაზიანებას.
ბეჭის ძვლის მოტეხილობის სიმპტომები
ბეჭის ძვლის მოტეხილობა ზოგჯერ სხივის ნერვის დაზიანებას იწვევს, რაც ამცირებს ხელის აწევის შესაძლებლობას. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს - შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. ამ დაზიანებას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
● ტკივილი;
● დაზიანებულ ადგილის სირბილე;
● ტკივილი შეხების, გადაადგილებისა და ზეწოლის დროს;
● ჰემატომა კანქვეშ;
● დაზიანებული ნაწილის დეფორმაცია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ბეჭის ძვლის მოტეხილობა?
ბეჭის ძვლის მოტეხილობა ხშირია გამართული ხელით დავარდნისას ან ძალის პირდაპირი ზემოქმედებით. ეს პრობლემა შესაძლოა სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაობამაც გამოიწვიოს. ბეჭის ძვლის მოტეხილობას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
● ტკივილი;
● დაზიანებულ ადგილის სირბილე;
● ტკივილი შეხების, გადაადგილებისა და ზეწოლის დროს;
● ჰემატომა კანქვეშ;
● დაზიანებული ნაწილის დეფორმაცია.
ბეჭის ძვლის მოტეხილობის მკურნალობა
თუ, ბეჭის ძვლის მოტეხილობის ფორმა იმდენად რთულია, რომ სპეციალისტმა ქირურგიული ჩარევა ჩათვალა საჭიროდ გაითვალისწინეთ, რომ ოპერაციის შემთხვევაში დაზღვეული იქნებით ნებისმიერი არასასურველი ეფექტისგან. ხოლო, თუ დაზიანება მკურნალობას ექვემდებარება მაშინ, ამ დროს რეკომენდირებულია ბეჭის ძვლის ფიქსატორების გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მკლავის ქამარი - ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
● მკლავის ქამარი ბალიშით - გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60° განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
● აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი - გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობების, კუნთების და მყესების დაზიანებების დროს.
ეს პროდუქტები ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებასა და რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებას.