პასუხი ბრტყელტერფიანობაზე დასმულ კითხვებზე
„ახალმა ხედვამ“ რამდენიმე დღის წინ Facebook გვერდის მომხმარებლებს მისცა საშუალება პროფესიონალი ექიმებისათვის დაესვათ კითხვები ბრტყელტერფიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემატიკაზე. ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ეს შეკითხვა და ვეცადეთ, რომ ყველა საინტერესო საკითხზე გვესაუბრა. კითხვებზე გვპასუხობს მედიცინის დოქტორი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლევან ქაჯაია:
1. გამარჯობა, ჩემი 8 წლის შვილი მყავდა თქვენთან კონსულტაციაზე, დაუდგინდა ბრტყელტერფიანობა და შევიძნეთ სუპინატორი. მისი გამოყენების მიუხედავად მაინც აწუხებს დისკომფორტი და არის თუ არა მიზანშეწონილი ფიზიოების გაკეთება?
• ბავშვი მსგავსი კვლევის პასუხებით საჭიროა, გაასინჯოთ ექიმ-ორთოპედს. სავარაუდოა, რომ ჩივილი სხვა რამესთან იყოს კავშირში.
2. მოგესალმებით, ვარ 44 წლის მაწუხებს ბრტყელტერფიანობა, გამიჩნდა ქუსლის ძვალზე წამონაზარდი (ე.წ) დეზი), საშინელი ტკივილები მაწუხებს , მიჭირს სიარული, აგრეთვე მტკივა მუხლის სახსრები. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე დ ა ვის მივმართო ამ ჩივილებით?
• პირველ რიგში, საჭიროა მიმართოთ მოზრდილთა ტრავმატოლოგ-ორთოპედს და გაისინჯოთ ტერფი. ეს ტკივილი თუ დეზის გამოა, საჭიროა ჩატარდეს მკურნალობა.
3. მოგესალმებით, როცა მოზარდს აქვს ბრტყელი ტერფი და პარალელურად აწუხებს წელის ტკივილები არის თუ არა ტკივილის მიზეზი, პირველ რიგში, ბრტყელი ტერფი? ანუ ხერხემლის პათოლოგიებს თუ იწვევს ბრტყელტერფიანობა?
• იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება ტერფის ყრდნობის დარღვევა, ეს თავის მხრივ იწვევს სიარულის და ბიომექანიკის შეცვლას. შედეგად, შესაძლებელია წელის არეში ტკივილის შეგრძნება განვითარდეს იმ შემთხვევაში თუ ნევროლოგი გამორიცხავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცა: დისკის თიაქარი და ა.შ
4. ჩემი ქალიშვილი არის 9 წლის და აქვს სწორი ტერფი, რას გვირჩევთ? როგორ ხდება სუპინატორის შერჩევა?
• პირველ რიგში, საჭიროა დიაგნოსტიკის გზით დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე: ეს ბრტყელი ტერფია თუ სხვა რაიმე სახის დარღვევა.
5. მოგესალმებით, ჩემი 7 წლის შვილს აქვს ბრტყელტერფიანობა. არის რაიმე შანსი იმისა, რომ მდგომარეობა ბოლომდე გამოუსწორდეს?
• პირველ რიგში, საჭიროა, მოხდეს დიაგნოზის სწორად ფორმულირება, რის შემდგომაც შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა. აუცილებელია, მიმართოთ სპეციალისტს.
6. ბრტყელტერფიანი გოგონასათვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმარება მიზანშეწონილია?
• მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ზოგადად არ არის რეკომენდირებული, რადგან ამ დროს ტერფში ძვლების შესახსრებები იცვლიან ურთიერთმიმართულებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი და დისკომფორტი.
7. მაინტერესებს, ბრტყელტერფიანობის პრობლემის მქონდე პაციენტმა, როგორ უნდა შეარჩიოს ფეხსაცმელი და სპორტულ ფეხსაცმელში თუ არის შესაძლებელი სუპინატორის გამოყენება?
• თუ თქვენ დაგინიშნეს სუპინატორები და სწორად არის შერჩეული , შეგიძლიათ ჩადოთ მაღალყელიან სპორტულ ფეხსაცმელში, რომელიც უნდაშედარებით მჭიდროდ უნდა ეკვროდეს ფეხის ტერფს.
8. ჩემი ქალიშვილი 12 წლისაა. პრობლემის საწყის ეტაპზე ვერ ვუმკურნალე და ახლა თუ არის მიზანშეწონილი მკურნალობა.
• მკურნალობა ნებისმიერ ასაკში მიზანშეწონილია, მეტიც - 12 წლის ასაკში ეფექტურიცაა. უბრალოდ უნდა შეფასდეს თუ რა სახის პრობლემასთან გვქავს საქმე, რის შემდგომაც შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა.
9. გამარჯობა, არსებობს თუ არა მაღალი თაღი და არის თუ არა ეს პრობლემა?
• თუ ჩივილები არ გაქვთ და ეს არანაირ დისკომფორტს არ იწვევს, ჩარევა არ არისსაჭირო. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ჩივილები საჭიროა მიმართოთ ექიმ ორთოპედს.
10. გამარჯობა, მყავს 3 წლის ქალიშვილი. აწუხებს ფეხის ტერფის, კოჭისა და თითების ტკივილი. გარდა ამისა, მუდმივად აქვს შესიებული. გამოვიკვლიეთ და არანაირი დაზიანება არ დაფიქსირდა, დიაგნოზი იყო ბრტყელტერფიანობა და შევუკერეთ სუპინატორი, თუმცა დისკომფორტი ექმნება ყოველდღიურ ფეხსაცმელში გამოყენბისას. რას გვირჩევთ?
• შეიძლება, ინდივიდუალურად შეკერილი სუპინატორი, პირიქით, უფრო ართულებდეს მდგომარეობას, ამიტომ საჭიროა, გაესინჯოთ ექიმ ორთოპედს.
11. გამარჯობა, 12 წლის გოგონას ხშირად (ძირითადად ღამის საათებში) აწუხებს ორივე ფეხზე ტკივილის შეგრძნება. რა შეგიძლიათ გვირჩიოთ?
• ორივე კიდურში ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ასევე მენჯ-ბარძაყის სახსრებში ცვლილებები. გესაჭიროებათ ექიმ-ორთოპედის კონსულტაცია.
12. კლასიკური ბრტყელი ტერფი არ მაქვს, მაგრამ ფეხის თითის სხივური ძვლებიდან ერთი დაბლაა განლაგებული (მეოთხე თითი), ძვალი ტერფზეა გამოშვერილი და სიარულისას იტვირთება. თუ არის შესაძლებელი ამ დეფექტის გამოსწორება?
• არსებობს ორი სახის მკურნალობა: პირველი კონსერვატიული, მეორე ქირურგიული. ჯერ უნდა დაისვას დიაგნოზი შემდგომ კი შეირჩეს მკურნალობის მეთდი. აუცილებელია მიმართოთ ორთოპედს.
13. შეიძლება ბრტყელტერფიანობამ იმოქმედოს?
• რა თქმა უნდა, შეიძლება, ვინაიდან ტერფის ყრდნობის დარღვევა იწვევს მთლიანად სიარულის ბიომექანიკის შეცვლას.
14. 13 წლის ბავშვისათვის თუ აქვს აზრი სუპინატორის გამოყენებას?
• ასაკს ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა , შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში გამოიყენოთ, მთავარია სწორად შეარჩიოთ.
15. ბრტყელტერფიანობა განაპირობებს სქოლიოზს თუ, პირიქით, სქოლიოზი ბრტყელტერფიანობას?
• ტერფის ყრდნობის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ტანდეგობის დარღვევა . იდიოპათიური სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია.
16. მოგესალმებით, თქვენს კლინიკაში თუ ხდება ტერფის პლანოვალგუსური დეფორმაციის M 21.6 კვლევა და მკურნალობა?
• M21.6 ICD-ტერფის სხვა შეძენილი დეფორმაციაა. პლანო-ვალგურსი დეფორმაცია ძირითადად გამოწველია კოჭის ძვლის დისლოკაციით. კოჭის ძვლის დისლოკაციის დასადგენად საჭიროა ტერფის შესაბამისი რენტგენოლოგიური კვლევა.
17. წლის ვარ და თუ არის შესაძლებელი ბრტყელტერფიანობასთან გამკლავება ამ ასაკში?
• არსებობს მკურნალობის ორი ვარიანტი: კონსერვატიული და ქირურგიული. აუცილებელია, ექიმის კონსულტაცია.
18. პლანო-ვაგუსური დეფორმაციის დროს აქვს თუ არა აზრი სუპინატორის გამოყენებას?
• როდესაც ვსაუბრობთ ტერფის პლანო-ვალგუსური დეფორმაციაზე, გარდა პლანტოგრაფიული კვლევისა, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროა ტერფის რენტგენი ფუნქციური დატვირთვით.
19. გამარჯობა, ჩემი შვილი 3 წლის არის და დაუდგინდა მსუბუქი მარცხენამხრივი ბრტყელტერფიანობა. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის გამოსწორება მასაჟის დახმარებით?
• 3 წლის ასაკში შეგვიძლია სწორი ფეხსაცმელი ჩავაცვათ. ასევე გასარკვევია, აქვს თუ არა ბავშვს რაიმე ჩივილი, დაღლილობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ტერფის პათოლოგიები მასაჟით არ სწორდება.
20. გამარჯობა, რამდენად ეფექტურია ბრტყელტერფიანობის დროს სუპინატორის გამოყენება. შევიძინე ღაბაშ, თმცა ის განსხვავდება თქვენი დიზაინისაგან (ქუსლიდან ტერფამდე). მიანტერესებს რამდენად რეკომენდირებულია მსგავსი სუპინატორის გმაოყენება?
• ზოგადი სუპინატორის (ანუ ღაბაშის) გამოყენების დროს ცერი შედარებით სწორ პოზიციაშია, რის გამოც შედარებით სწორად ნაწილდება ღერძული დატვირთვა. ეს თავის მხრივ შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურ დატვირთვას. იმის დასადგენად, თუ რამდენად სწორად არის მორგებული სუპინატორი თქვენს ტერფზე, აუცილებელია მიართოთ სპეციალისტს.
21. მოგესალმებით, ჩემი შვილი არის 9 წლის. ბრტყელი ტერფი არ აქვს, თმცა ხშირად აწუხებს ტკივილის შეგრძნება ქუსლში. გარდა ამისა, დადის მძლეოსნობაზე და აქტიურად ვარჯიშბს. მაინტერესებს სჭირდება თუ არა მას სუპინატორი?
• ქუსლის არეში ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ქუსლის ძვლის ატროფიზიტით. საჭიროა მდგომარეობა შემოწმდეს ექიმი-ორთოპედის მიერ და მიეცეს დანიშნულება.
22. მოგესალმებით, .ბრტყელტერფიანი თუ არის ბავშვი რომელი სპორტის სახეობით უნდა დაკავდეს? ვიცი, რომ ცურვა კარგია. ასევე თუ შეიძლება, რომ იაროს ქართულ ცეკვებზე ან სპორტის სხვა სახეობაზე?
• საჭიროა, მდგომარეობა შემოწმდეს ორთოპედის მიერ. დაზუსტდეს, თუ რა ჩივილებთან გვაქვს საქმე: არის თუ არა ცერი მობლური ან რიგიდული. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება რეკომენდაციის მიცემა.
ამ კითხვებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ინდივიდუალურია. შესაბამისად, ჩვენი ექიმების ზოგადი რჩევა იქნება, რომ ადრეულ ასაკშივე მიაქციოთ ყურადღება ამ დაავადებას და აუცილებლად, მიმართოთ სპეციალისტს დიაგნოსტიკისა და შემგომი მკურნალობის დაგეგმივს მიზნით.