ბრტყელტერფიანობა ბავშვებში

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში ადრეული ასაკიდან უნდა გამოვლინდეს, რადგან ეს პრობლემა შესაძლოა სხვა, უფრო რთული დაავადებების განვითარების წინაპირობა გახდეს. ტერფზე არსებული პრობლემები ხშირად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების გამომწვევ მიზეზად გვევლინება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ბავშვის ტერფის სწორ განვითარებას თავიდანვე მიაქციონ ყურადღება.

ტერფის თაღის ჩამოყალიბება დაახლოებით 2-3 წლის ასაკში იწყება. ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტირება კი 4-5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. თუმცა პრევენციის მიზნით, სასურველია ორთოპედთან ვიზიტი ბავშვის დაბადებიდან მესამე თვიდანვე განხორციელდეს.

ბრტყელტერფიანობის სიმპტომები ბავშვებში

ბრტყელტერფიანობას ხშირად ახასიათებს ტერფის არეში დაღლა და ტკივილი. ტკივილი ზოგჯერ წელის არეშიც გადადის და იწვევს დისკომფორტს. გარდა ამისა, ბავშვები თანატოლებთან შედარებით უფრო სწრაფად იღლებიან და უჭირთ სპორტულ აქტივობებში ჩართვა.

ბრტყელტერფიანობის სიმპტომებია:

● ქვემო კიდურების ტკივილი;

● დატვირთვისას სწრაფი დაღლა;

● ტერფის სხვა პათოლოგიები;

● ხერხემლისა და წელის არეში ტკივილი და სხვ.

რა იწვევს ბრტყელტერფიანობას ბავშვებში?

ბრტყელტერფიანობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მემკვიდრეობასთან, სპორტულ დატვირთვასთან, სქოლიოზთან, რევმატულ დაავადებებთან და ტერფის სხვა პათოლოგიებთან.

ბავშვებში ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზებია:

● ტერფის სხვადასხვა სახის ტრავმა — მოტეხილობა, მყესების დაზიანება ან დაჭიმვა;

● რაქიტი — ამ დროს დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაცია. მეტატარზალური ძვლები რბილდება, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას;

● ტერფის გადატვირთვა — ჭარბი წონა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და არასათანადო ფეხსაცმლის ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებში

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებში სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება. თანამედროვე მედიცინაში აქტიურად გამოიყენება ორთოპედიული სუპინატორები. ისინი უზრუნველყოფენ ტერფის თაღის კორექციასა და ტერფზე ზეწოლის თანაბარ გადანაწილებას, რის შედეგადაც მცირდება პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული.

სუპინატორების გამოყენება ეფექტურია ისეთი მდგომარეობებისა და აქტივობების დროსაც, როგორიცაა სპორტული ან პროფესიული დატვირთვა, ორსულობა, სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვა პათოლოგიები. მათ აქვთ როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური დანიშნულება.

მყარი და სილიკონის სუპინატორების გარდა, სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ინდივიდუალური სუპინატორების დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მათი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ისინი მაქსიმალურად ზუსტად ერგება თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს.