ბრტყელტერფიანობის სუპინატორი - მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”

 

ბრტყელტერფიანობის სუპინატორი  თაღის კორექციასა და ტერფზე ზეწოლის თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტს, ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. 

ბრტყელტერფიანობის სუპინატორის სარგებელი

ბრტყელტერფიანობის სუპინატორი დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ამცირებს და  ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს.  ეს პროდუქტი : 

ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში;

ახდენს თაღის კორექციას; 

უზრუნველყოფს  ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას. 

ბრტყელტერფიანობის სუპინატორის სახეობები

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვაში” საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებული უმაღლესი ხარისხის  მყარი და სილიკონის სუპინატორებია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ”ახალი ხედვა” არის გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ამ ბრენდის სუპინატორებს შორისაა - Comfort Business B-200, Redux heel2 B300, Globotec B500, Sport insoles (run and walk). სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია  საბავშვო სუპინატორებიც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

სილიკონის სუპინატორი - უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საპროფილაქტიკოდ, საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.

ფოლადის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

სილიკონის ჩასაფენი - გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.

როგორ შევარჩიოთ ბრტყელტერფიანობის სუპინატორი სწორად?

ყოველდღიური მოხმარებისთვის - თუ ხშირად გეღლებათ ფეხი ან ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობთ, შეგიძლიათ „COMFORT BUSINESS“ B-200-ის სუპინატორი გამოიყენოთ. ის ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი, მისი მოთავსება კი კლასიკურ ფეხსაცმელში შეგიძლიათ.  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. არის ანტიალერგიული და დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც სუნთქავს და აგარიდებთ ტერფის არასასიამოვნო სუნს. 

ორსულებისთვის - ორსულობის პერიოდში ქალი წონაში იმატებს და სხეული მძიმდება. დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, როგორც სისხლძარღვებზე, ასევე სახსრებსა და ტერფებზე. სუპინატორის გამოყენება ორსულებს ტერფის კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ დისკომფორტსა და ტკივილს მოუხსნის, სიმძიმის სწორი გადანაწილების ხარჯზე კი ხსნის დატვირთვას ხერხემალსადა სახსრებზე.

სპორტსმენებისთვის - სპორტული ღაბაში მთელ ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ფეხს იცავს გადახურებისგან , კანს კი - დაზიანებისა და ინფექციის შეჭრისგან. რაც მთავარია, უზრუნველყოფს ტერფის ჯანმრთელობას, შესაბამისად, მცირდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი. ბგარდა ამისა, ეფექტურია ინდივიდუალური ღაბაშის დამზადებაც. 

ბრტყელტერფიანობის სუპინატორის გამოყენება და მოვლა

სუპინატორის ტარება აუცილებელია დღის უმეტეს მონაკვეთში. არ ატაროთ ვიწრო და მეტისმეტად მოჭერილი ფეხსაცმელი, რეგულარულად  იკეთეთ ტერფის მასაჟი, მიიღეთ ტერფის კუნთებისა და მყესების მოსამაგრებელი სპეციალური აბაზანები.

რატომ არის ბრტყელტერფიანობის სუპინატორი აუცილებელი?

ბრტყელტერფიანობის სუპინატორი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. სუპინატრები უკვე არსებულ პრობლემებს აწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან იცავს..