ცერა თითის ბანდაჟი
ცერა თითის ბანდაჟი სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს პაციენტები მოტეხილობის, ამოვარდნილობის და მყესის დაზიანების პერიოდში ატარებენ. ცერა თითის დამცავი მაჯის სახსარსა და ცერა თითს დამატებითი დაზიანებისგან იცავს და ეფექტურია მისი გამოყენება სპორტული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს. თითების ტკივილი საკმაოდ უსიამოვნოა და ეს შეგრძნება ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს გვიშლის. ტკივილი შეიძლება იყოს მოულოდნელი ტრავმით ან გადაჭარბებული დატვირთვითა და დაჭიმულობით გამოწვეული. ცერა თითის საფიქსაციო საშუალება კი ხელს უწყობს მის მოსვენებას და იმობილიზაციას.
კომპანია “ახალი ხედვის” ცერა თითის ბანდაჟები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სამედიცინო პროდუქტებს 2012 წლიდან სთავაზობს. ეს ნივთები სხვადასხვა დანიშნულებისაა და მათ ადამიანები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით იყენებენ. ცერა თითის დამცავები წარმოდგენილია კომპანიის 13 საფირმო ორთოპედიულ მაღაზიაში, რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში: გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. მათი მწარმოებელია ცნობილი თურქული კომპანია მორსა / MorsaCyberg. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
ცერა თითის ფიქსატორი - ამაგრებს ცერა თითის შეერთების ადგილებს. გამოიყენება ცერა თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და მყესის დაზიანების დროს. აქვს სპეციალური მეტალის ჩანართი, რომელიც თითის მოძრაობის შეზღუდვას უზრუნველყოფს
ცერა თითის ფიქსატორი - დამზადებულია ნეოპრინის მასალისგან.აფიქსირებს ცერის ფალანგს და გამოიყენება ცერა თითის მყესის სინოვიტისა (სინოვიალური გარსის ანთების) და ცერის ტენდინიტის (მყესის ანთების) დროს.
მაჯის მანჟეტი - სპორტული აქტივობებისა და სხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს მაჯის სახსარს დამატებითი დაზიანებისგან იცავს .
ცერა თითისა და სხივ-მაჯის კომბინირებული დაზიანების დროს შეგიძლიათ, გამოიყენოთ მაჯის არტახი ცერის დამჭერით. ის ზღუდავს მაჯის მოძრაობას და ასევე იცავს ცერა თითის ნების ძვალთან შესახსრების ადგილს.
ცერა თითის საფიქსაციო საშუალებების შეძენა კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიების გარდა, შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.