ცერა თითის გამყოფი
ცერა თითის გამყოფი სილიკონი არის პროდუქტი, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ეს სამედიცინო საშუალება გამოიყენება პოდაგრით გამოწვეული ცერა თითის დეფორმაციის დროს და ფეხის დიდ თითს ანატომიურ მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. ცერა თითის გამყოფი ფეხის დიდ და მეორე თითებს ერთმანეთისგან განაცალკევებს და სახსარში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ეს პროდუქტი ასევე ხელს უწყობს ბუნიონის პროგრესირების შენელებას.
რა დროს შეიძლება ცერა თითის გამყოფის გამოყენება ?
ცერა თითის გამყოფის გამოყენება ეფექტურია ბურსიტის, ჰალუქს ვალგუსისა და პოდაგრით გამოწვეული დეფორმაციის დროს.
● ბურსიტი - სასახსრე აბგის მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და მას ყველაზე ხშირად ტრავმა იწვევს. მისი თანმხლები პროცესია მყესების ანთება.
● ჰალუქს ვალგუსი - იგივე ბუნიონი არის ცერა თითისა და ტერფის დამაკავშირებელი სახსრის დეფორმაცია. ამ დროს წინატერფის სახსარი გარეთ იზნიქება, ხოლო ფეხის დიდი თითი კი - შიგნით. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ცერა თითის გარეთა ზედაპირი მუდმივ ზეწოლას განიცდის,ეს შეიძლება იყოს განპირობებული არაკომფორტული და მჭიდრო ფეხსაცმლით.გართულების სახით შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბურსიტის ან ართრიტის განვითარებას.
● პოდაგრა - იგივი ნიკრისის ქარი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული სისტემური დაავადებაა. ეს პრობლემა ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლში შარდმჟავას შემცველობა მუდმივად მაღალია.მას ახასიათებს მწვავე პოდაგრული ართრიტის ეპიზოდები. მისი მთავარი სიმპტომი ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება და შეშუპებაა.
სად შევიძინოთ ცერა თითის გამყოფი?
ცერა თითის გამყოფის შეძენა შესაძლებელია კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქტებს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ცერა თითის გამოყოფი 100% სილიკონის მასალისგან არის დამზადებული და მისი ტარება ფეხსაცმლის შიგნითაც შესაძლებელია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● ბურსიტის საწინააღმდეგო საშუალება (კომბინირებული) - გამოიყენება ცერა თითის ბურსიტის,ჰალუქს ვალგუსისა და პოდაგრით გამოწვეული დეფორმაციის დროს.ის ამცირებს ტკივილს და იცავს სახსარს დამატებითი მექანიკური დაზიანებისგან.
● თითის სილიკონი - განაცალკევებს ცერა და მეორე თითს ერთამენისგან, ხსნის დისკომფორტს და ამაუბუქებენ ტკივილს.
ზემოთ აღნიშნული პროდუქტები საერთაშორისო ბრენდების Morsa Cyberg/მორსასა და Berger/ბერგერის მიერ არის წარმოებული და მათი შეძენა კომპანია „ახალი ხედვის“ ორთოპედიულ მაღაზიებშია შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფს ქართულ ბაზარზე თითქმის ათწლიანი ისტორია აქვს და არის პირველი მაღაზიათა ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. მისი ერთ-ერთი პარტნიორია თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანია - მორსა/MorsaCyberg, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს,კომპანია საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.
თბილისის გარდა, კომპანია „ახალი ხედვა“ საქართველოს ოთხ რეგიონში 14 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს ოპტიმალურ ფასებში სთავაზობს. სასურველი ნივთის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში.პროდუქტს ადგილზე კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.