ჩოგბურთელის იდაყვი - ხშირი ტრავმები და მკურნალობის საშუალებები

ჩოგბურთელის იდაყვი არის მდგომარეობა,რომელიც იდაყვის მყესის გადატვირთვის შედეგად ვითარდება .ჩოგბურთელები სხვა სპორტსმენების მსგავსად დღეში რამდენიმე საათი ვარჯიშობენ. მათი ყოველდღიური ცხოვრება დიდ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება და შესაბამისად ხშირია  სხვადასხვა სახის პრობლემა - იქნება ეს უეცარი დაზიანება თუ მყესისა და კუნთის დაჭიმულობა.  უკან წაღებული ხელით დარტყმა და ინტენსიური მაჯის მოხრა ჩოგბურთელებისთვის ზოგჯერ ეპიკონდილიტის, იგივე ჩოგბურთელის იდაყვის გაჩენის წინაპირობა ხდება. ამ დაავადების წარმოქმნას ხელს უწყობს  მხრისა და წინამხრის კუნთების სისუსტეც, ზედმეტად დაჭიმული ან საჭიროზე მოკლე ჩოგნით, ასევე მძიმე, სველი ბურთით თამაში. ამ დროს ტკივილი ძირითადად გვხვდება წინამხრის კუნთების მყესების იდაყვთან მიმაგრების ადგილას და  შეიძლება გავრცელდეს წინამხარში და მაჯაში. ჩოგბურთელის იდაყვის ტკივილი მსუბუქდება მოსვენების და მედიკამენტების მიღების შედეგად. ამ პრობლემის დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან შესაძლოა ოპერაციის ჩატარება ან ეპიკონდილიტის ბანდაჟის ტარება გირჩიოთ.

ეპიკონდილიტის ბანდაჟი -  მისი მნიშვნელობა ჩოგბურთელის იდაყვისთვის

ეპიკონდილიტის ბანდაჟი ჩუგბურთელის იდაყვის პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. ეს პროდუქტი  იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს ძალიან ეფექტურია. ჩოგბურთელის იდაყვის დროს ის მყესზე დატვირთვას  ხსნის და ტკივილს ამცირებს. არსებობს ასევე იდაყვის ნაქსოვი ეპიკონდილიტის დამჭერი, რომელიც სითბოს შენარჩუნებას ახდენს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ეპიკონდილიტის  ბანდაჟის შეძენამდე?

ეპიკონდილიტის  ბანდაჟის ტარების კონკრეტული პერიოდი არ არსებობს. არიან სპორტსმენები და გარკვეული პროფესიის ადამიანები,მაგალითად,  მექანიკოსები, მტვირთავები და მკერავები, რომლებიც ამ სამედიცინო საშუალებას მუდმივად ატარებენ. თუმცა, არის შემთვხვევები და საკმაოდ ხშირი, როდესაც ეპიკონდილიტის  ბანდაჟს პაციენტები ოპერაციის შემდგომ ან რეაბილიტაციის პერიოდშიც გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ინდივიდუალურია და თითოეული პაციენტის პრობლემიდან გამომდინარეობს. თუმცა კანის ლოკალური და ჩირქოვანი დაავადებები ამ პროდუქტის გამოყენების ერთ-ერთ უკუჩვენებად ითვლება და ამიტომ აუცილებელია შეძენამდე მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. ეპიკონდილიტის ბანდაჟი ხელმისაწვდომია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში - თბილისში, გორში,  ქუთაისში,  ზუგდიდსა და ბათუმში.  პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში, კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.