ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში

ჩხვლეტის  შეგრძნება კიდურებში ერთხელ მაინც გამოუცდია ადამიანს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც უწყინარ მოვლენას ისე რომელიმე დაავადებას. გადაჯვარედინებული ფეხებით დიდხანს ჯდომამ ან ერთი ხელით თავის ქვეშ მოხრილი ძილმა შეიძლება გამოიწვიოს  ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება. ეს როგორც წესი, ვლინდება კიდურებში - ხელებში, ტერფებში, ხელისა და ფეხის თითებში. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში?

ჩხვლეტის შეგრძნება ხშირია დაჭიმულობის დროს, როდესაც ერთ მდგომარეობაში გვიწევს ჯდომა ან წოლა. გარდა ამისა, ეს შეგრძნება შესაძლოა გამოწვეული იყოს კისრისა და ხერხემლის პრობლემებით. ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის გამომწვევი მიზეზებია:

  • არასწორი პოზა:   ამ დროს ხდება ნერვის ან სისხლძარღვის მიჭყლეტა. ყველაზე ხშირად ხდება, როდესაც დიდხანს ვსხედვართ გადაჯვარედინებული ფეხებით ან გვძინავს უხერხულ პოზაში. პოზის შეცვლით მგრძნობელობა მალევე აღდგება.
  • ხერხემლის პრობლემები: კისრის ან წელის არეში მალთაშუა დისკის პროტრუზიამ ან თიაქარმა შეიძლება მოაყოლოს ნერვი, რაც ხელებში ან ფეხებში იწვევს ჩხვლეტას.
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა: პერიფერიული არტერიების დაავადებები, როდესაც კიდურებს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი.

როგორ მოვიქცეთ როდესაც გვაქვს ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში? 

თუ ჩხვლეტის შეგრძნება დროგამოშვებით ჩნდება და მალევე გადის, სავარაუდოდ, საქმე არასწორ პოზასთან გვაქვს. თუმცა, თუ პრობლემა ხშირია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გარდა ამისა, ამ დროს ეფექტურია ორთოპედიული საშუალებების გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • მხრის სამაგრი -  გამოიყენება ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის, ართრიტის დროსა და პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობის, კუნთისა და მყესის დაზიანებების დროსაც.
  • კისრის ორთოპედიული ბალიში - გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ცერვიკლაური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. კისრის ორთოპედიული ბალიშები ეფექტურია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი. 
  • კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას კისრის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.

ასევე, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად რეკომენდირებულია ვარიკოზის მოვლის საშუალებების გამოყენება. ეს პროდუქი ასევე, ხელს უშლის სისხლის შეგუბებას. ფეხებში ამცირებს შეშუპებას, დაბუჟების, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას. ამ ორთოპედიული პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის ფილიალები თბილისში, გორში, ქუთაისში და ბათუმში მდებარეობს. ასევე, შესაძლებელია ონლაინ შესყიდვაც.