დასაკეცი ხელჯოხები “ახალ ხედვაში”

 

ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. კონკრეტულად ეს მოდელი მარტივად შეიძლება დაიკეცოს, შესაბამისად მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. 

რას გთავაზობს "ახალი ხედვა"?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს დასაკეცი ხელჯოხების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ორთოპედიული სამარჯვი (სამი ფეხით) - არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.

ორთოპედიული სამარჯვი (ოთხი ფეხით) - ხელმისაწვდომია ნაცრისფერი. არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.

ხელჯოხი დასაკეცი შავი -  სიმაღლეში რეგულირდება და მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია.

დასაკეცი ხელჯოხების უპირატესობები

დასაკეცი ხელჯოხი  მნიშვნელოვანი სამედიცინო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარული სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ. ამის მიზეზი შეიძლება ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა, სპორტული დაზიანება, ავარია, მოტეხილობა და სულაც მყესების დაჭიმულობა გახდეს. ეს პროდუქტი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ამიტომ ის ადამიანებისთვის ყოველდღიურ  მოძრაობასა და გადაადგილებაში დიდ როლს ასრულებს.

როგორ შევარჩიოთ დასაკეცი ხელჯოხი? 

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ავადმყოფის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალების რეალიზაციას. კომპანია თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. ავადმყოფის მოვლის საშუალებებს შორისაა: თვითგადასაადგილებლები, ყავარჯნები, შშმ პირის ეტლები, ნაწოლების ლეიბი, ხელჯოხები და ყველა ის სამედიცინო დანიშნულების ნივთი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარება და მდგომარეობას უმსუბუქებს.