რა საფრთხის წინაშე გვაყენებს დეჰიდრატაცია და როგორ ავირიდოთ თავიდან

ზამთრის კურორტების მოყვარულები დეჰიდრატაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან. რადგანაც ფიზიკური დატვირთვა მაღალია, ორგანიზმი სითხეს გაცილებით სწრაფად კარგავს.  ზამთარში მიღებული ტრამვების უმეტესობა სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება, რადგან წყლის ბალანსის დაკარგვა იწვევს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის დარღვევას.

დეჰიდრატაციას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

კუნთებისა და წვივების ტკივილი;

თაბრუს ხვევა;

თავის ტკივილი;

დაღლილობა;

ღებინება;

გონების დაკარგვა;

სიმპტომებს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ და სწორედ ამ დროს ვიღებთ ტრამვებს, რადგანაც ორგანიზმს აღარ შესწევს ძალა გაუმკლავდეს რთულ ფიზიკურ დატვირთვას. უმეტესობა მიღებულ ტრამვას უიღბლობას  ან შემთხვევითობას აბრალებს, ამ დროს კი შეეძლო მისი თავიდან არიდება, რამოდენიმე რჩევის გათვალისწინებით:

დაიწყეთ წყლის სმა სრიალის დაწყებამდე 2 საათით ადრე;

შეისვენეთ ყოველ 20 წუთში და დალიეთ წყალი;

გააგრძელეთ წყლის სმა სრიალის დასრულების შემდგომ, რადგან თქვენი სხეული განაგრძობს სითხის აორთქლებას;

მიიღეთ ელექტროლიტებით მდიდარი სასმელი;

 რაც მთავარია, მოუსმინეთ სხეულს, ის აუცილებლად მოგცემთ განგაშის სიგნალს, თუ რაიმე რიგზე ვერაა.