დეროტაციული ფიქსატორი და ჩექმა
დეროტაციულ ფიქსატორსა და ჩექმას ადამიანები სხვადასხვა დაზიანების დროს იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. იმობილიზაციის შედეგად კი მტკივნეულ ადგილზე დატვირთვა მნიშვნელოვნად მცირდება და სამკურნალო პროცესი ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ის ამცირებს დაზიანებული მიდამოს შეშუპებას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამ პროდუქტს პაციენტები კოჭ-წვივის მოტეხილობის შემდგომ, ნერვის დაზიანების დროს, მენჯ-ბარძაყს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს იყენებენ.
რა ტიპის დეროტაციულ ფიქსატორს გთავაზობთ “ახალი ხედვა”?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის დეროტაციულ ფიქსატორსა და ჩექმას სთავაზობს. ეს პროდუქტები დამზადებულია 3 მმ სისქის პლასტმასის მასალისგან და მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდები - მორსა / MorsaCyberg და ბერგერი/Berger. Morsa Cyberg ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი თურქული კომპანიაა, რომელიც თავისი ნაწარმის ექსპორტს 40-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. საქართველოში, კი მისი ექსკლუზიური პარტნიორი სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვაა”. გარდა ამისა, კომპანია საერთაშორისო ბაზარზე აღიარებულ თურქულ, იტალიურ, გერმანულ და შვეიცარიულ კომპანიებთანაც თანამშრომლობს. სამედიცინო ჯგუფი აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “ახალი ხედვა” საქართველოს ბაზარზე თითქმის 10 წელია არსებობს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით ამარაგებს, პარალელურად მუდმივად ცდილობს, რომ მათ სტაბილური ფასები შესთავაზოს. ასე, რომ თითოეული პროდუქტი გამოირჩევა როგორც ხარისიხით, ასევე ოპტიმალური ფასებით. განვიხილოთ რომელ დეროტაციულ ჩექმებს გვთავაზობს კომპანია „ახალი ხედვა“?
ფეხის ორთეზი (მორსა / MorsaCyberg) - იცავს ზედაპირულ ჭრილობებს დაბინძურებისა და დამატებითი დაზიანებებისგან. ასევე აფიქსირებს ფეხს მოსახერხებელ პოზიციაში და ეხმარება მენჯ-ბარძაყს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში.კოჭის ორთეზი გამოიყენება კოჭ-წვივისა და ტერფის მიდამოში ძვლებზე და რბილ ქსოვილებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და პერიფერიული ნერვების დაზიანებისას, აქილევსის მყესზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ, მენჯ-ბარძაყისა და კოჭ-წვივის მოტეხილობის შემდგომ, რაც მოითხოვს ხანგრძლივ წოლით რეჟიმს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ფეხის ორთეზი- (ბერგერი / Berger) - ხელს უწყობს ფეხის მოსახერხებელ პოზიციაში გაჩერებას და უმოძრაოდ ყოფნას.სამედიცინო ჩექმა გამოიყენება მცირე წვივის ნერვის დაზიანების დროსაც.
ორივე ორთეზს შიდა მხარეს აქვს მარტივად მოსახსნელი და რეცხვადი რბილი ბალიშები. ძირზე არსებული T-ს ფორმის სამაგრი ტერფის მდგომარეობის რეგულირების საშუალებას იძლევა.
ამ პროდუქტების შეძენა, კომპანია “ახალი ხედვის” 13 ორთოპედიულ მაღაზიაში არის შესაძლებელი. ფილიალები, სადაც სასურველ ნივთს შეარჩევთ, თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. შერჩეული პროდუქტის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტის თანამშრომელი უმოკლეს დროში მოგაწვდით.