დიაბეტური ტერფი - სიმპტომები და მკურნალობის გზები
დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის გართულებაა, რომელიც სისხლში გლუკოზის არასათანადო კონტროლის პირობებში პაციენტთა უმრავლესობას უვითარდება. ეს დაავადება არის ინფექცია, წყლული, ასევე ქსოვილებზე ღრმა დესტრუქციული ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით, სისხლის მიმოქცევის მოშლითა და ნეიროპათიული მდგომარეობით. სამწუხაროდ, გართულებების და დაგვიანებული მკურნალობის გამო ქვემო კიდურების ამპუტაციის მიზეზებს შორის ყველაზე ხშირი სწორედ დიაბეტური ტერფია. ამიტომ აუცილებელია, ამ პრობლებას დავაადების პირველ ეტაპზე სათანადო ყურადღება მიექცეს.
დიაბეტური ტერფის სიმპტომები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები ქვემო კიდურების მდგომარეობას ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, რომ დიაბეტური ტერფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამორჩეთ. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
● შეშუპება;
● გაწითლება;
● დაბუჟება;
● კიდურების გაციება;
● სიარულის გაძნელება;
● ტერფისა და ფეხის ქვედა ნაწილის კანის ფერის ცვლილება;
● სიმშრალე და კანის აქერცვლა;
● ფრჩხილების დეფორმაცია.
დიაბეტური ტერფის გამომწვევი მიზეზები
დიაბეტური წყლულის განვითარების მრავალი ფაქტორი არსებობს. როგორც ვთქვით, პირველ რიგში ეს დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან, რადგან მის ფონზე ირღვევა ქვემო კიდურების სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლური დარღვევები - სისხლში გლუკოზის მატება, ცხიმებისა და ცილების ცვლის მოშლა იწვევს ორგანიზმის, მათ შორის, ქვემო კიდურების, წვრილი სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანებას. გარდა ამისა:
● არასწორად მორგებული ფეხსაცმელი - რომელიც მუდმივად ატრავმირებს კანს. თავდაპირველად შესაძლოა წარმოიქმნას ნაკაწრი, რომელსაც პაციენტი ვერ ამჩნევს. შემდგომ ეს ნაკაწრი გადაიქცევა საკმაოდ ღრმა ჭრილობად და წარმოქმნის წყლულს.
● სისხლში შაქრის დონის სწრაფი ზრდა;
● ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
დიაბეტური ტერფი და მისი მკურნალობა
დიაბეტური ტერფის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და პაციენტის მდგომარეობაზე. თუმცა, ყველაზე ეფექტური მკურნალობა მისი პრევენციაა. დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის სისხლში შაქრის მკაცრი კონტროლი და გართულებების თავიდან ასაცილებლად ქვედა კიდურების ყოველდღიური შემოწმება აუცილებელია. გარდა ამისა, დიაბეტური ტერფის დროს პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ სუპინატორებს. ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად, ამავე ნაწილში ტკივილი და დისკომფორტი მცირდება. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მყარი და მზა სუპინატორების გარდა, ინდივიდუალური ღაბაშების დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ეს პროცესი ხდება სამედიცინო ჯგუფის ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში, რომელიც თბილისში ორი, ხოლო ქუთაისში ერთი ფილიალით არის წარმოდგენილი. ტერფის დიაგნოსტიკა იგივე პლანტოგრაფია მოიცავს ბაროპოდომეტრიულ კვლევასა და სკანირებას, რაც ნიშნავს, რომ ექიმი ტერფს აფასებს როგორც სიარულის დროს, ასევე უძრავ მდგომარეობაში. დიაგნოსტიკის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი და მზადდება უშუალოდ პაციენტზე მორგებული ღაბაში. ”ახალი ხედვის” ტერფის კლინიკაში კვლევა ტარდება უახლესი თაობის, Diasu-ს ბრენდის იტალიური აპარატურით, ღაბაშიც ამავე ბრენდის დანადგარზე მზადდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 032 218 25 38