ელექტრო ეტლი “ახალ ხედვაში”

ელექტრო ეტლი  შშმ პირთათვის ინოვაციური გადასაადგილებელი საშუალებაა. ეს პროდუქტი არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით, რომელიც მომხმარებლებს გადაადგილებასა და მოძრაობას კიდევ უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. ელექტრო ეტლები შშმ პირებს საჭიროებების უზრუნველყოფაში ეხმარება. ამ პროდუქციას გააჩნია ელექტრო სამუხრუჭე სისტემა, რაც უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის პაციენტის გადაადგილებას. 

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ეტლი?

ელექტრო ეტლები არის კომფორტული და სრულად მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეტლები შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.  ისინი გამოირჩევიან  ზომებით, ფუნქციური დატვირთვითა და ხარისხით.  ზოგიერთი მათგანი არის კეცვადი, ზოგიერთს კი გვერდითი სახელურები  ეხსნება, რაც იძლევა საშუალებას, რომ პაციენტის საწოლში ან მანქანაში მარტივად გადავიყვანოთ. არსებობს ასევე მრავალფუნციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი და შესაძლებელია თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში. ამ გადასაადგილებელი საშუალებას ასევე, მოყვება ბატარეა და დამტენი. განვიხილოთ,  კომპანია “ახალი ხედვის” უმაღლესი ხარისხის ელექტრო ეტლები: 

შშპ პირთა ელექტრო ეტლი შავი - არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით. ეს პროდუქტი ადვილად იკეცება, რაც კიდევ უფრო აადვილებს მის გამოყენებას. ეტლი არის გამძლე და კომფორტული.  ეხმარება პაციენტს დამოუკიდებლად და მარტივად გადაადგილებაში. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.

შშმ პირთა ელექტრო ეტლი წითელი - ინოვაციური გადასაადგილებელი საშუალებაა შშმ პირთათვის. მისი მაქსიმალური დატვირთვაა 130კგ, მაქსიმალური სიჩქარე, კი 6კმ/სთ. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.

როგორ შევიძინოთ ელექტრო ეტლები?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი დედაქალაქის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.  ფილიალებში ექსკლუზიური ბრენდების ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. მაღაზიების გარდა, პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე. სამედიცინო ჯგუფი 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას.  ეს სამედიცინო ნივთები სხვადასხვა დანიშნულებისაა და მათ ადამიანები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის პროცესში იყენებენ.