ეტლი მოხუცებისთვის

ეტლი მოხუცებისთვის განკუთვნილია გადაადგილებისთვის, მოძრაობისთვისა და საჭიროებების უზრუნველყოფისთვის. ეს პროდუქტი ხანდაზმულ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება. ეტლი მოხუცებისთვის  მაქსიმალურად კომფორტულია მოვლის პროცესში და მისი როლი გადაადგილებაში საკმაოდ დიდია. 

რა ტიპის ეტლები არსებობს მოხუცებისთვის?

ეტლები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომებით, ფუნქციური დატვირთვითა და ხარისხით.  ფორმის მიხედვის არსებობს კეცვადი ეტლები, ასევე ეტლები, რომლებსაც გვერდითი სახელურები  ეხსნება, რაც პაციენტის საწოლში ან მანქანაში მარტივად გადაყვანის საშუალებას იძლება. თითოეულ ეტლს გააჩნია ფეხის საყრდენები და ხელის მუხრუჭი. არსებობს ასევე მრავალფუნქციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი და შესაძლებელია თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში.  ძალიან კომფორტულია ელექტრო ეტლი. ეს პროდუქტი არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით, რომელიც მომხმარებლებს გადაადგილებასა და მოძრაობას კიდევ უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ეტლი ქოთნით - დამზადებულია ტყავის შემცვლელი მასალისგან. აქვს ქოთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოიხსნას და დამაგრდეს.

ეტლი - გათვლილია მაქსიმუმ 100 კგ-ზე და დამზადებულია ბრეზენტისგან. ეტლი არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. 

ელექტრო ეტლი შავი - არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით. ეს პროდუქტი ადვილად იკეცება, რაც კიდევ უფრო აადვილებს მის გამოყენებას. ეტლი არის გამძლე და კომფორტული.  ეხმარება პაციენტს დამოუკიდებლად და მარტივად გადაადგილებაში. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.

ელექტრო ეტლი წითელი - ინოვაციური გადასაადგილებელი საშუალებაა შშმ პირთათვის. მისი მაქსიმალური დატვირთვაა 130კგ, მაქსიმალური სიჩქარე, კი 6კმ/სთ. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.

როგორ შევარჩიოთ ეტლი მოხუცებისთვის?

მოხუცებისთვის ეტლების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას დედაქალაქის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მაღაზიებში თქვენ შეხვდებით მრავაფუნქციურ ეტლებს, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან. თითოეული მათგანი არის კომფორტული და სრულად მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. მათგან ხარისხითა და ფუნქციური დატვირთვით გამორჩეულია ეტლი ქოთნით. მისი საზურგე მოძრავი და რეგულირებადია, გადახრა კი  შესაძლებელია 160 გრადუსით. გარდა ამისა, მისი სახელურების კონსტრუქცია ამარტივებს სასადილო და სამეცადინო მაგიდის გამოყენებას - აქვს ქოთანი და არის კეცვადი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად აისახება მომვლელის დატვირთვაზეც, რადგან მრავალფუნქციური ეტლი დიდად უმსუბუქებს შრომას მომვლელებს. 

ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას დედაქალაქის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. გარდა ეტლებისა, მაღაზიებში თქვენ შეხვდებით ავადმყოფის მოვლის სხვა საშუალებებსაც.  სამედიცინო ჯგუფი 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას .  ეს სამედიცინო ნივთები სხვადასხვა დანიშნულებისაა და მათ ადამიანები მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის პროცესში იყენებენ. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში  ექსკლუზიური   ბრენდების   მიერ   წარმოებული   მაღალი ხარისხის  პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს.