ფეხების შეშუპება: როდის არის ნორმა და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ფეხების შეშუპება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველანი ვხვდებით. ხანგრძლივი ჯდომა, ცხელი ზაფხულის დღეები ან დამღლელი სამუშაო გრაფიკი ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ საღამოობით ფეხსაცმელი გვიჭერს, ხოლო კოჭები შესამჩნევად სივდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის წარმოადგენს შეშუპება დროებით, უწყინარ მოვლენას და როდის მიანიშნებს ის ორგანიზმში არსებულ სერიოზულ დარღვევებზე.

როდის ითვლება ფეხების შეშუპება ნორმად?

ორგანიზმი ხშირად რეაგირებს გარემო პირობებსა და ყოველდღიურ ცხოვრების წესზე. არსებობს სიტუაციები, სადაც ფეხების შეშუპება ფიზიოლოგიური პროცესია და განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს:

ხანგრძლივი უმოძრაობა: თვითმფრინავით მგზავრობისას, მანქანით შორ მანძილზე გადაადგილებისას ან ოფისში საათობით ჯდომისას კუნთები ვერ ეხმარება სისხლძარღვებს სისხლის ზევით ცირკულაციაში, რაც სითხის ქვედა კიდურებში დაგროვებას იწვევს.

ცხელი ამინდი: მაღალი ტემპერატურის დროს სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ქსოვილებში სითხის გაჟონვას უწყობს ხელს.

ორსულობა: ფეხმძიმობისას ორგანიზმში სითხის რაოდენობა იმატებს, გაზრდილი საშვილოსნო კი აწვება მენჯის ვენებს.

მარილიანი საკვები და სითხის ნაკლებობა: მარილის ჭარბი მოხმარება ორგანიზმს აიძულებს შეინარჩუნოს წყალი.

ასეთ დროს დასვენება, ფეხების მაღალზე დაწყობა ან ფიზიკური აქტივობა მდგომარეობას სწრაფად ამსუბუქებს.

პათოლოგიური მიზეზები: როდის უნდა დავფიქრდეთ ვენების ჯანმრთელობაზე?

თუ შეშუპება ქრონიკულ ხასიათს იღებს, დილიდანვე გაწუხებთ ან თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება, შესაძლოა საქმე გვქონდეს ვენური სისტემის პრობლემებთან. ხშირად ფეხების შეშუპების, წვისა და სიმძიმის მიზეზია ვარიკოზი - დაავადება, რომლის დროსაც ვენური სარქველები ეფექტურად ვერ უზრუნველყოფენ სისხლის უკუდინებას გულისკენ. ვარიკოზული ვენების დროს სისხლი და სითხე გროვდება ქვედა კიდურებში, რაც იწვევს ქსოვილების შეშუპებას. გარდა ამისა, ფეხების ტკივილი და შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს გულ-სისხლძარღვთა, თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობით, ასევე ლიმფოსტაზითა და ღრმა ვენების თრომბოზით.

განგაშის სიგნალები: როდის უნდა მიმართოთ ექიმს სასწრაფოდ?

ნუ გადადებთ ვიზიტს სპეციალისტთან თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

ცალმხრივი შეშუპება: თუ მხოლოდ ერთი ფეხი გისივდებათ და თან ახლავს ტკივილი ან სიწითლე ეს შესაძლოა თრომბოზზე მიუთითებდეს.

სუნთქვის გაძნელება: შეშუპებასთან ერთად თუ გრძნობთ ჰაერის უკმარისობას ან გულმკერდის ტკივილს.

კანის ცვლილებები: ფეხზე კანი ხდება გამაღიზიანებლად სქელი, წითელი, ლურჯი ან ჩნდება წყლულები.

ნაკვალევის დარჩენა: თითის დაჭერისას კანზე ღრმა ორმო რჩება, რომელიც სწრაფად არ სწორდება.

როგორ შევამსუბუქოთ სიმპტომები და ავირიდოთ პრობლემები?

ვენური უკმარისობისა და შეშუპების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის კორექტირება.

იმოძრავეთ მეტი: სასარგებლოა ფეხით სიარული, ცურვა და ველოსიპედით სეირნობა.

გამოიყენეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი: სპეციალური ვარიკოზის გეტრები და წინდები უზრუნველყოფენ ვენებზე სწორ წნევას, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ეფექტურად ებრძვიან შეშუპებას.

აკონტროლეთ წონა და კვება: შეამცირეთ მარილის მოხმარება და დალიეთ საკმარისი წყალი.

დაასვენეთ ფეხები: დღის ბოლოს წამოწექით და ფეხები ბალიშზე, გულის დონეზე მაღლა მოათავსეთ 15-20 წუთით.

გარდა ამისა, “ახალი ხედვის“ ასორტიმენტში ფეხების შეშუპებისა და ვენური პრობლემების სამართავად რამდენიმე ეფექტური, უმაღლესი ხარისხის პროდუქტია წარმოდგენილი:

კომპრესიული ტრიკოტაჟი (წინდები, გეტრები, კოლგოტები): ეს გახლავთ შეშუპებასთან ბრძოლისა და ვარიკოზის პრევენციის მთავარი საშუალება. კომპრესიული პროდუქცია ქვედა კიდურებზე გადანაწილებულ წნევას ქმნის, რაც სისხლის ნაკადის გულისკენ ეფექტურად გადაადგილებას უწყობს ხელს. 

კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში ხელმისაწვდომია როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო (სხვადასხვა კომპრესიის კლასის) მოდელები. ფეხების შეშუპება უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, დროული ყურადღება და სწორი პრევენცია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმსუბუქე და ჯანმრთელობა ყოველ ნაბიჯზე.