ფეხის დაჭიმვა
ფეხის დაჭიმულობა ხშირია სხვადასხვა სიტუაციებსა და ადამიანებში.ეს შეიძლება გამოწვეული იყოს უეცარი ფეხის გადაბრუნებით, ასევე ფიზიკური დატვირთვითა და უხერხული მოძრაობით. გავრცელებულია ტერფის მყესის დაჭიმულობა, რომელსაც ტკივილი და შეშუპება ახასიათებს, ამ დროს შეუძლებელია ფეხის დადგმა. ხშირია მუხლის მყესის დაჭიმულობაც, რომელიც ძირითადად დაცემის დროს ვითარდება. ასეთ შემთხვევაში მუხლი შუპდება და ახასითებს მწვავე ტკივილი. ფეხების ტკივლი ხშირად უკავშირდება კუნთების ტკივილსაც, რაც ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ფიზიკურ ვარჯიშს წინ უსწრებს გახურება.
ფეხის დაჭიმვა და მისი მკურნალობა
ხშირად ფეხის დაჭიმვას პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ. არადა, ეს მდგომარეობა უბრალოდ ტკივილს არ უკავშირდება. არასათანადო მკურნალობა ტკივილის გაუარესებას და გართულებების ჩამოყალიბებას გამოიწვევს. ამიტომ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფეხის დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა” რომელიც უკვე 10 წელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდის - მორსას/MorsaCyberg ფიქსატორების ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში. თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით გორში, ქუთაისში და ბათუმში 12 საფირმო ორთოპედიული მაღაზიითაა წარმოდგენილი. ფეხის დაჭიმულობის დროს გამოსაყენებლად კომპანია უმაღლესი ხარისხის ფიქსატორებს გვთავაზობს . თუ ტერფი დაგეჭიმათ, მაშინ სხეულის ამ ნაწილის ფიქსატორი უნდა შეარჩიოთ,რომელსაც სხვადასხვა დანიშნულება და დასახელება აქვს. თუ აქილევსის მყესი გაქვთ დაზიანებული,პრობლების შესაბამისად,სამედიცინო ორთეზი ან ქუსლის ასამაღლებელი ბალიში უნდა გამოიყენოთ.სხვაობაა მუხლის ფიქსატორებს შორისაც. მუხლის მარტივი საფიქსაციო - არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია - კვირისტავის დამცავი სილიკონით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც რბილი ქსოვილების დაზიანების დროს, ისე მუხლის სახსრის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ხოლო მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს გამოიყენება. ასევე, თუ ფეხის დაჭიმულობა კოჭის მყესის დაჭიმულობით არის განპირობებული,მაშინ უნდა ატაროთ კოჭის ფიქსატორი.კოჭის ფიქსატორებში სხვადასხვა მოდელს განარჩევენ. კოჭის ბანდაჟის ტარება მყესების დაჭიმულობის, ტერფის ქრონიკული ტკივილის დროს შეგიძლიათ. ის დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისგან, რაც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და არ აოფლიანებს კანს.
გარდა ფეხის ფიქსატორებისა, არსებობს სხეულის თითოეული ნაწილისთვის, სხვადასხვა პრობლემისა და სხვადასხვა დანიშნულების მქონე ორთოპედიული ფიქსატორები . ამ პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ როგორც კომპანიის საფირმო მაღაზიებში, ასევე ოფიციალურ ვებგვერდზე, ონლაინ რეჟიმში.