ფეხის გადაბრუნება
ფეხის გადაბრუნება ხშირად ხდება მყესის დაჭიმულობის, კოჭისა და ტერფის დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის მიზეზი. ის ხშირად სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამო ხდება. სირბილის ან ხანგრძლივი სიარულის (მაგალითად, ლაშქრობის) დროს ქვედა კიდურებზე ზეწოლის განმეორებითმა ზემოქმედებამ შესაძლოა ქვედა კიდურების კუნთებისა და მყესების გადატვირთვა და წვივის არეში ტკივილი გამოიწვიოს. მსგავს ტრავმებს ხშირ შემთხვევაში შეშუპება და შესიებაც ახლავს თან. ამ დროს საფიქსაციო საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული, რადგან ის ამ ნაწილში სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს,აფიქსირებს სახსარს და ტკივილსაც ამცირებს.
ფეხის გადაბრუნება და მისი შემდგომი რეაბილიტაცია
თანამედროვე მედიცინაში ფიქსატორებს საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ეს სამედიცინო საშუალება ძირითადად ტრავმის შემდგომ პერიოდში და სხვადასხვა დაზიანების დროს ინიშნება. ფეხის გადაბრუნების შემთხვევაში მყესებისა და იოგების დაჭიმულობის სამკურნალოდ იდეალურია ფეხის ფიქსატორების გამოყენება. ამ მიმართულებით მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში’’. სამედიცინო ჯგუფი უმაღლესი ხარისხის ამ პროდუქციას 2012 წლიდან გვთავაზობს. გარდა იმისა, რომ ფიქსატორები სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს, თითოეულ მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს.
მენჯ-ბარძაყის ფიქსატორის - მრავალნაირი სახეობა არსებობს. ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებისა და დაჭიმულობის , სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში ბარძაყის დამჭერს იყენებენ. სწრაფ რეაბილიტაციას ხელს უწყობს და მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან იცავს მენჯ-ბარძაყის ორთეზი.რაც შეეხება საზარდულის თიაქრის ქამარს,ის ამცირებს დისკომფორტს საზარდულის არეში სპეციალური სილიკონის ბალიშის საშუალებით.
სხვაობაა მუხლის ფიქსატორებს შორისაც. მუხლის მარტივი საფიქსაციო - არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია - კვირისტავის დამცავი სილიკონით. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც რბილი ქსოვილების დაზიანების დროს, ისე მუხლის სახსრის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ხოლო მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაჭიმულობის, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს გამოიყენება.
ტერფის ფიქსატორსაც სხვადასხვა დანიშნულება და დასახელება აქვს. მაგალითად, ღაბაში (სუპინატორი) - ბრტყელტერფიანობის, ტერფის ან წვივის ტრავმების, მუხლის სახსრის პათოლოგიის დროს გამოიყენება, ტკივილს ამსუბუქებს და ტერფზე ზეწოლის თანაბრად განაწილებას უწყობს ხელს. არსებობს ასევე ქუსლის სილიკონის თასი, რომელსაც აქილევსის მყესის დაზიანებისა და ქუსლის დეზის დროს იყენებენ. ეფექტურია მისი ტარება როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობისას. ფეხის თითის სამაგრი კი ჰალუქს ვალგუსისა დროს ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება.
კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს, ჰემატომისა და შეშუპების დროს კი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.