ფეხის კუნთების ტკივილი

 

ფეხის კუნთების ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც უბრალო გადაღლილობით, ისე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობით. გარდა ამისა, ფეხის კუნთების ტკივილი ახასიათებს ვირუსსა და გაციებას. 

რა იწვევს ფეხის კუნთების ტკივილს?

ფეხის კუნთების ტკივილს ძირითადად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა იწვევს, რაც ძალიან მტკივნეულია. ზოგჯერ, კუნთის ქსოვილის დაზიანება გამოიხატება შესიებით.  გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის გარდა, ფეხის კუნთების ტკივილს  იწვევს:

კუნთების გადაძაბვა: ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ;

დაჭიმულობა: კუნთის ბოჭკოების გადამეტებული გაჭიმვა ან გაწყვეტა.

ვენების ვარიკოზი: სისხლის მიმოქცევის შეფერხება, რაც იწვევს სიმძიმის შეგრძნებას და ტკივილს.

თრომბოზი: ღრმა ვენების თრომბოზი, რაც გადაუდებელი მდგომარეობაა.

როგორ შევამსუბუქოთ ფეხის კუნთების ტკივილი?

ამ დროს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, ასევე ხშირად ხდება კუნთების ტკივილის მიზეზი. ფეხის კუნთების ტკივილის შესამცირებლად პაციენტები ხშირად იყენებენ ორთოპედიულ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და დისკომფორტის შემცირებას:

მუხლის ფიქსატორი - გამოიყენება მსუბუქი დაძაბულობისა და მუხლის ტკივილის დროს, ოსგუდ შლატერისთვის, ასევე ეფექტურია ჭინჭრის ციებისა და ძველი ტრავმების გამწვავებისას.

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.

ორთოპედიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის პროდუქციის შეძენა, თბილისის გარდა, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებშია შესაძლებელი. სასურველი პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც, ვებგვერდის მეშვეობით.

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია თუ ფეხის კუნთების ტკივილი დიდხანს გაგრძელდა და შესაბამისი ორთოპედიული პროდუქტიც, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით შეარჩიეთ.