ფეხის კუნთის დაჭიმვა

ფეხის კუნთის დაჭიმვა ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ვლინდება სპორტსმენებში. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს - შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. როგორც წესი, კუნთების ტკივილი ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება. გარდა ფეხისა, კუნთის დაჭიმვა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გავრცელდეს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტი შეგვიქმნას.

ფეხის კუნთის დაჭიმვის სიმპტომები

ქვედა კიდურებში ამ პრობლემას, როგორც წესი, იწვევს სირბილი, ვარჯიში და სპორტული აქტივობები. თუმცა, ის შესაძლოა განვითარდეს უხერხული მოძრაობით ან ძლიერი დაღლილობითაც. ფეხის კუნთების დაჭიმულობის სიმპტომებია:

ტკივილი ფეხის დადგმის დროს;

ჰემატომა;

შეშუპება.

როგორ ავარიდოთ თავიდან ფეხის კუნთის დაჭიმვა?

ფეხის კუნთების დაჭიმვის თავიდან ასარიდებლად ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა აუცილებელია.  თუმცა,  ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. ამისთვის აუცილებელია, რომ სპეციალისტს მიაკითხოთ და თვითნებური მკურნალობა არ დაიწყოთ. კუნთებისთვის იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. გარდა ამისა, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კუნთების დაჭიმულობის დროს მიზანშეწონილია სხვადასხვა ორთოპედიული პროდუქტის გამოყენება:

მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები - კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის ტრავმა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სპეციალური ფიქსატორები მკურნალობისა ან რეაბილიტაციის პროცესში შეიძლება დაგინიშნოთ ექიმმა. თუ ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარძაყის კუნთის დამჭერი, რომელიც შეინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს და მოახდენს კუნთის საიმედო ფიქსაციას.

რბილი კორსეტი კისრის მალების ფიქსაციისთვის - გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოართრიტისა და დისკის თიაქრის დროს. ამსუბუქებს კისრის ტკივილსა და ზღუდავს კისრის მოძრაობას.

მხრის ფიქსატორები - გამოიყენება მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ანთებითი პროცესისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. რაც შეეხება მხრის სამაგრს, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბურსიტის დროს ან ფიზიკური აქტივობისას მხრის კუნთების ფიქსაციისთვის.

წელის კორსეტები და ქამრები - გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ართრიტის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და სხვა დაავადებების დროს. თუ მხრებში მოხრილობა და ტკივილი გაწუხებთ შეგიძლიათ ზურგის კორსეტი გამოიყენოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ხერხემლის სტაბილიზაციასთან ერთად სამკურნალო და კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშების გაკეთება, რათა აიცილოთ თავიდან კუნთების სისუსტე და ატროფია.

ფეხის კუნთის დაჭიმვის მკურნალობა

ფეხის კუნთების დაჭიმვას სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ და ეს პროცესი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული პრობლემა. კუნთების ტკივილის მკურნალობის დროს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, ასევე ხშირად ხდება კუნთების ტკივილის მიზეზი.