ფეხის თითის მაზოლი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ხანგრძლივი მოგზაურობისა და ლაშქრობის შემდეგ ერთხელ მაინც გაგიჩნდებოდათ კანზე გამაგრებული, გასქელებული არეები - ეს ფეხის თითის მაზოლი იგივე კოჟრია. ძირითადად, ის ტერფზე გადამეტებული ზეწოლითა და ხახუნით ჩნდება. მაზოლი ყველაზე ხშირად წარმოიქმნება  ქუსლის ადგილას ან ტერფის ბალიშებთან, ამიტომ  ის ადამიანებს  მოძრაობის დროს დისკომფორტს უქმნის. 

რა იწვევს ფეხის თითის მაზოლს?

ფეხზე მაზოლის გაჩენის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა ძირითადად ის არასწორად შერჩეული და ვიწრო ფეხსაცმლის ტარების გამო ვითარდება. ეს პრობლემა საკმაოდ ნაცნობია ქალბატონებისთვისაც, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას. ხშირად ადამიანებს ტერფზე ძვლოვანი დეფორმაციებიც აქვთ, როგორიც არის,მაგალითად, ჰალუქს ვალგუსი. ასეთ შემთხვევაში კოჟრის გაჩენის ალბათობა უფრო მაღალია, რადგან ფეხსაცმლის შიდა ზედაპირთან კანის ხახუნი და დაზიანება თითქმის გარდაუვალია.

შესაბამისად, მაზოლის გაჩენის ფაქტორებია:

ზედმეტი წნევა ტერფის ძვლოვან ადგილებზე;

არასწორი დგომა;

მშრალი კანი;

ვიწრო ფეხსაცმელი, რომელიც არ გერგებათ.

როგორ ვუმკურნალოთ ფეხის თითის მაზოლს?

ფეხის თითის მაზოლის გამო ადამიანს სიარულის  დროს ტერფის ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება აწუხებს. ამ უსიამოვნო შეგრძნების მოსაცილებლად ადამიანები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. უმჯობესია, რომ სპეციალისტისგან მიიღოთ რჩევა, რომელია თქვენთვის უკეთესი - კოჟრის მოშორება თუ სხვა საშუალებების გამოყენება. მაგალითად, ხშირად ფეხზე არსებული კოჟრის შემთხვევაში პაციენტები სპეციალურ დასაკრავს იყენებენ. მართალია, ამ მეთოდით  მაზოლებს ვერ განკურნავთ, მაგრამ მისი მეშვეობით არსებული ჯანმრთელი თხელი კანი აღარ დაზიანდება და ჯანსაღ სახეს შეინარჩუნებს. გარდა ამისა, ამ დროს ეფექტურია ფეხის თითის რგოლის  ტარება. ეს პროდუქტი დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და  თითების მაზოლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ტერფის ბალიშის დასაცავად კი სპეციალური სილიკონის დამცავი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალ ხედვაში”. საქართველოში სამედიცინო ჯგუფი  2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა როგორც მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას   საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.