ფეხსაცმლის ჩასაფენი - ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ
ფეხსაცმლის ჩასაფენი ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქებას და ტერფის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან პრობლემები ტერფზე მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს და მას ძირითადად ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენებენ. ფეხსაცმლის ჩასაფენი უზრუნველყოფს თაღის კორექციასა და ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული კორექტირდება.
ფეხსაცმლის ჩასაფენის ბენეფიტები
ფეხსაცმლის ჩასაფენი ხელს უწყობს არსებული პრობლემების მოწესრიგებას და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს. ფეხსაცმლის ჩასაფენი ხელს უწყობს:
● ტკივილის შემსუბუქებას;
● კომფორტულ გადაადგილებას;
● ახდენს თაღის კორექციას;
● უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას.
ფეხსაცმლის ჩასაფენის სახეობები
სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვაში” საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებული უმაღლესი ხარისხის მყარი და სილიკონის ფეხსაცმლის ჩასაფენებია წარმოდგენილი. ”ახალი ხედვა” არის გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ამ ბრენდის სუპინატორებს შორისაა - Comfort Business B-200, Redux heel2 B300, Globotec B500, Sport insoles (run and walk). სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია საბავშვო ფეხსაცმლის ჩასაფენებიც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ყოველდღიური მოხმარებისთვის - თუ ხშირად გეღლებათ ფეხი ან ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობთ, შეგიძლიათ „COMFORT BUSINESS“ B-200-ის სუპინატორი გამოიყენოთ. ის ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი, მისი მოთავსება კი კლასიკურ ფეხსაცმელში შეგიძლიათ. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. არის ანტიალერგიული და დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც სუნთქავს და აგარიდებთ ტერფის არასასიამოვნო სუნს.
● ორსულებისთვის - ორსულობის პერიოდში ქალი წონაში იმატებს და სხეული მძიმდება. დიდი დატვირთვა მოდის ფეხებზე, როგორც სისხლძარღვებზე, ასევე სახსრებსა და ტერფებზე. სუპინატორის გამოყენება ორსულებს ტერფის კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ დისკომფორტსა და ტკივილს მოუხსნის, სიმძიმის სწორი გადანაწილების ხარჯზე კი ხსნის დატვირთვას ხერხემალსადა სახსრებზე.
● სპორტსმენებისთვის - სპორტული ღაბაში მთელ ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ფეხს იცავს გადახურებისგან , კანს კი - დაზიანებისა და ინფექციის შეჭრისგან. რაც მთავარია, უზრუნველყოფს ტერფის ჯანმრთელობას, შესაბამისად, მცირდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი. ბგარდა ამისა, ეფექტურია ინდივიდუალური ღაბაშის დამზადებაც.
როგორ ავარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ჩასაფენი?
ფეხსაცმლის ჩასაფენის ტარება ინდივიდუალური პრობლემის მიხედვით ხდება და გამოყენებამდე მიზანშეწონილია ვიზიტი ექიმთან დაგეგმოთ. ამ პროდუქტს აქვს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება. რომელი ფეხსაცმლის ჩასაფენია თქვენთვის მიზანშეწონილი ეს უნდა განისაზღვროს პრობლემის მიხედვით.
ფეხსაცმლის ჩასაფენის მოვლა და შეცვლის დრო
ფეხსაცმლის ჩასაფენის ტარება აუცილებელია დღის უმეტეს მონაკვეთში. არ ატაროთ ვიწრო და მეტისმეტად მოჭერილი ფეხსაცმელი, რეგულარულად იკეთეთ ტერფის მასაჟი, მიიღეთ ტერფის კუნთებისა და მყესების მოსამაგრებელი სპეციალური აბაზანები.
დასკვნა: რატომ უნდა გამოიყენოთ ფეხსაცმლის ჩასაფენი?
ფეხსაცმლის ჩასაფენი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. ეს პროდუქტი ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს.