გადასაადგილებელი საშუალებები

გადასაადგილებელ საშუალებებს პაციენტები ეფექტურად იყენებენ ოპერაციის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში. გადასაადგილებელი საშუალებების გამოყენება რეკომენდებულია მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტისა და ცერებრალური დამბლის დროს. ამ სამედიცინო დანიშნულების ნივთებს ასევე ხშირად იყენებენ ხანდაზმულებიც. ეს პროდუქცია პაციენტის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს და ეხმარება გადაადგილების პროცესში.
რა ტიპის გადასაადგილებელი საშუალებები არსებობს?
უმაღლესი ხარისხის გადასაადგილებელი საშუალებების ფართო ასორტიმენტს მომხმარებლებს სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ 2012 წლიდან სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. უკვე 11 წელია კომპანია პროდუქციის იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● თვითგადასაადგილებელი ხადულკა - გამოიყენება პაციენტისთვის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციის პერიოდში გადაადგილების გასამარტივებლად. ხანდაზმულებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, რაც მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს არ მოიცავს. ამ დამხმარე საშუალებით სარგებლობა შეიძლება როგორც მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ასევე ინსულტის, ცერებრალური დამბლისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს.
● თვითგადასაადგილებელი საშუალება (საბავშვო) - ეს პროდუქტი გამოიყენება ბავშვებისთვის და მისი სიგანე შეადგენს 55 სმ-ს, ხოლო, სიმაღლე: 63-76 სმ;
● გადასაადგილებელი ხადულკა - გამოიყენება პაციენტისთვის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციის პერიოდში გადაადგილების გასამარტივებლად. ხანდაზმულებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, რაც მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს არ მოიცავს. ამ დამხმარე საშუალებით სარგებლობა შეიძლება როგორც მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ასევე ინსულტის, ცერებრალური დამბლისა და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს.
● გადასაადგილებელი ყავარჯენი - მნიშვნელოვანი სამედიცინო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარული სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ. ეს პროდუქტი პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს გადაადგილდნენ უსაფრთხოდ, დაიცვან წონასწორობა და მოძრაობა გაიმარტივონ. სწორედ ამიტომ, ყავარჯენი ადამიანებისთვის ყოველდღიურ მოძრაობასა და გადაადგილებაში დიდ როლს ასრულებს. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში თქვენ შეხვდებით სხვადასხვა ტიპის ყავარჯნებს. მათ შორის არის: იდაყვისა და იღლიის. მათ აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირებაც.
გადასაადგილებელი საშუალებების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად მთელი საქართველოს მასშტაბით არის შესაძლებელი. სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“, თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში 13 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. თუმცა, სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არის შესაძლებელი. სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ გადასაადგილებელი საშუალებების სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.akhalikhedva.ge