გასაშლელი ხელჯოხები - მათი უპირატესობები და დანიშნულება
გასაშლელი ხელჯოხი მომხმარებლებისთვის ყველაზე პრაქტიკულია. ეს პროდუქტი სიმაღლეში რეგულირდება და მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. გასაშლელი ხელჯოხი 80 კილოგრამიან დატვირთვას უძლებს. ეს პროდუქტი პაციენტებს წონასწორობის დაცვაში და გადაადგილებაში ეხმარება. მისი გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც ტრავმის შედეგად ფეხს ძალა არ უნდა დააწვეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
● ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა;
● სპორტული დაზიანება;
● ავარია;
● მოტეხილობა;
● მყესების დაჭიმულობა.
რა უპირატესობები აქვს გასაშლელ ხელჯოხს?
ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, გასაშლელი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. კონკრეტულად ეს მოდელი მარტივად შეიძლება დაიკეცოს, შესაბამისად მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ, მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ. გასაშლელი ხელჯოხი:
● კომფორტულია გადასაადგილებლად;
● შესაძლებელია მისი სიმაღლეში რეგულირება;
● მარტივია მისი ტარება და შენახვა.
როგორ შევიძნოთ გასაშლელი ხელჯოხი?
კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს ხელჯოხების ფართო ასორტიმენტს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს. არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი ხელჯოხები, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ხელჯოხებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება. მომხმარებლებისთვის ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს. კომპანია „ახალი ხედვა“ დაინტერესებულ პირებს პროდუქტის შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს და თბილისის გარდა საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებაა საჭირო. შეკვეთილ ნივთს კი კონსულტანტი ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს დროში მოგაწვდით.