გასახდომი ელასტიკი
გასახდომი ელასტიკი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და მას აქტიურად გამოიყენებენ ქალებიც და მამაკაცებიც. ის ადამიანებს გახდომის პროცესში ეხმარება, თუმცა სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. გარდა იმისა, რომ გასახდომი ელასტიკი ფეხებში კალორიების წვას უწყობს ხელს, ასევე სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს. ის ვარჯიშის, სიარულისა თუ სხვადასხვა აქტივობის დროს ოფლის გამოყოფაში გეხმარებათ - ეს პროცესი კი სასურველ შედეგს ბევრად მცირე დროში მიგაღებინებთ. გასახდომი ელასტიკი წვავს ცხიმებს და ქვედა კიდურებში არასასურველი სისუსტის შეგრძნებასაც ამცირებს.
კომპანია „ახალი ხედვის“ გასახდომი ელასტიკი
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის გასახდომ ელასტიკს სთავაზობს. ეს პროდუქტი დამზადებულია ორმაგად ლამინირებული ნეოპრინის ელასტიური მასალისგან და ვარჯიშის დროს ცხიმების წვას უწყობს ხელს. ის მომხმარებლებს ბარძაყისა და მუცლის არეში ცელულიტების მოცილებაში ეხმარება. გარდა ამისა, მისი გამოყენება ეფექტურია როგორც სპორტული ტრავმების დროს, ასევე წონაში კლების მიზნით. კომპანია „ახალი ხედვის“ გასახდომი ელასტიკის ღირებულება 150 ლარს შეადგენს და S, M, L, XL და XXL ზომებშია ხელმისაწვდომი. მისი მწარმოებელია თურქული ორთოპედიული პროდუქციის ლიდერი კომპანია -მორსა/MorsaCyberg, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია.
კომპანია „ახალი ხედვის“ გასახდომი ელასტიკის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში არსებულ მაღაზიებში შეგიძლიათ. თუმცა სასურველი ნივთის არჩევა და გამოწერა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ მარტივად არის შესაძლებელი. შერჩეულ ნივთს კი კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი ნებისმიერ ადგილას მოგაწვდით.
დამატებით რა უნდა ვიცოდეთ გასახდომი ელასტიკის შესახებ?
გასახდომი ელასტიკის გამოყენება იდეალურია მოგზაურობის ან ლაშქრობის დროს, რადგან ფეხით სიარულისას ის აქრობს დაღლილობის შეგრძნებას და ასევე წვავს ცხიმებს. გარდა ამისა, მას აქტიურად ატარებენ იოგის, ფიტნესისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობებისა და თამაშების დროს. მისი გამოყენება დაგეხმარებათ როგორც თქვენი ყოველდღიური ვარჯიშის პროცესში, ასევე ფეხების დაღლილობის თავიდან აცილებაში. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაში, დაუთოება, გაწურვა და ძლიერი მზის შუქზე გაშრობა არ არის მიზანშეწონილი.