რა არის ჰალუქს ვალგუსი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ჰალუქს ვალგუსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ტერფის დეფორმაცია და ბიომექანიკის დარღვევა ახასიათებს. "hallux" - ფეხის ცერა თითის ლათინური დასახელებაა, "valgus"  კი ანომალურ გადახრას ნიშნავს. ამ დროს წინატერფის სახსარი გარეთ იზნიქება, ხოლო ფეხის დიდი თითი კი - შიგნით. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ცერა თითის გარეთა ზედაპირი ზეწოლას განიცდის (მაგალითად, ფეხსაცმლისგან). შედეგად, იგი მომდევნო თითებისკენ გადაიხრება და მათ აწვება

 

რა იწვევს ჰალუს ვალგუსს?

 

  • მემკვიდრეობითი ფაქტორი
  • ბრტყელტერფიანობა
  • ჭარბი წონა
  • ფეხების გადაჭარბებული დატვირთვა
  • ვიწრო და მაღალსქუსლიანი ფეხსაცმელი


ჰალუქს ვალგუსის პირველადი სიმპტომები

 

  • ბორცვისებრი წანაზარდი
  • ირგვლივ არსებული კანის შეშუპება ან შეწითლება
  • დიდი თითის გადახრა სხვა თითების მიმართულებით
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულისას

 

ჰალუქს ვალგუსის მკურნალობის პროცედურა

 

დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა  მეთოდი არსებობს, რაც უშუალოდ ექიმის მიერ შეირჩევა, ჩატარებული გამოკვლევების შედეგების და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი დგება, რომლის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა ატაროს სპეციალური ფეხსაცმელი. 

 

რას გვთავაზობს "ახალი ხედვა"?

 

კომპანია ,,ახალი ხედვა გთავაზობთ ჰალუქს ვალგუსის ფეხსაცმელსა, რომლის გამოყენებაც აუცილებელია ოპერაციიდან ერთი ან თვენახევრის მანძილზე. ის უზრუნველყოფს წონის თანაბარ გადანაწილებას, რაც თავიდან აგარიდებთ ტკივილს. რეაბილიტაციის პერიოდში მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ და კომფორტის შეგრძნებას შეგიქმნით. გარდა ფეხსაცმელისა, სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში შეხვდებით სილიკონის საპროფილაქტიკო საშუალებებს, რომლებიც გეხმარებათ კომფორტულ გადაადგილებაში.

 

 ჰალუქს ვალგუსის ფეხსაცმელი ორი სახისაა:

 

  • წინ წაჭრილი - გამოიყენება ჰალუქს ვალგუსის ან თითებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ;
  • უკან წაჭრილი გამოიყენება ქუსლზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
  • ტერფის მოვლის საშუალებები - გამოიყენება საპროფილაქტიკოდ.

 

ახალი ხედვის ფილიალებს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში შეხვდებით. კომპანია ონლაინ გაყიდვებსაც უზრუნველყოფს - სასურველი ნივთის შეძენა ვებ-გვერდის დახმარებითაც შეგიძლიათ, პროდუქტს კი უმოკლეს ვადაში ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიიღებთ.