იდაყვის დამცავი - ორთოპედიული საშუალებები

იდაყვის დამცავს ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს სხვადასხვა დაზიანების პრევენციის მიზნით იყენებენ. მისი ტარება ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს იდაყვის არეში. აღნიშნული პროდუქტი კომფორტული გამოსაყენებელია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას. იდაყვის ტკივილის მკურნალობისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რაც უშუალოდ პრობლემის ხასიათსა და მის სირთულეზეა დამოკიდებული. ამ მეთოდებს შორისაა სახსრის მოსვნება, იმობილიზაცია და სტაბილიზაცია, რასაც იდაყვის დამცავი უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი გამოიყენება ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: 

ხელის მოტეხილობა;

ბურსიტი;

ოსტეოართრიტი;

მყესის დაჭიმვა ან გახევა;

ნერვის კომპრესია;

იდაყვის გვირაბის სინდრომი.

რა ტიპის იდაყვის დამცავებია ახალ ხედვაში?

იდაყვის დამცავების დიდი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ისეთი ექსკლუზიური ბრენდების ფიქსატორებს სთავაზობს, როგორიცაა - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. პროდუქცია სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ეპიკონდილიტის ბანდაჟი -  გამოიყენება იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს. ეპიკონდილიტის დროს მყესზე დატვირთვას ხსნის და ამცირებს ტკივილს.

იდაყვის ნაქსოვი დამჭერი - იდაყვის სახსრის მყესებისა და ძვლის-საზრდელას ანთების დროს გამოიყენება. დამზადებულია ელასტიური, ჰაერგამტარი ნაქსოვი მასალისგან. ორივე მხრიდან აქვს სილიკონის ჩანართი და დამატებითი ღვედი. 

იდაყვის ორთეზი - უზრუნველყოფს იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.

როგორ შევარჩიოთ იდაყვის დამცავი?

ტრავმების სამკურნალოდ იდეალურია - სტანდარტული იდაყვის ფიქსატორი. მისი დამატებითი ღვედები მეტ ფიქსაციას უზრუნველყოფს და  ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს.  იდაყვის ორთეზი, კი იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას უზრუნველყოფს. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს. არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება . თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრავმების დროს, შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება, რომელიც ნეოპრინის მასალისგანაა დამზადებული. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 12 მაღაზიაში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე, მოქმედებს ონლაინ გამოწერაც.