იდაყვის ნერვის დაზიანება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
იდაყვის ნერვი ხშირად ზიანდება, რადგან სახსრის გარეთა მხარეს კანთან ახლოს მდებარეობს. ის ფუნქციებით შერეული ნერვია და პასუხს აგებს როგორც მოძრაობაზე, ასევე მგრძნობელობაზე. ამ შეგრძნებების დაკარგვა და შესუსტება კი თავისთავად ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. მოძრაობითი და მგრძნობელობითი ფუნქციების მოშლა/შესუსტება შრომისუნარიობაზე მოქმედებს, რადგან საქმე სწორედ ხელებს ეხება.
ნერვის დაზიანიება ხშირად გამოწვეულია იდაყვზე ხშირი დაყრდნობით ან მირტყმით. ზოგჯერ მას ძვლის პათოლოგიური წანაზარდი აზიანებს. თუმცა, უმეტეს წილად ეს ფიზიკურ ტრავმას უკავშირდება. იდაყვის ნერვის დაზიანების მიზეზებია:
● ხანგრძლივი ზეწოლა ნერვზე;
● არასწორად მორგებული თაბაშირის ან ფიქსატორის ზემოქმედება;
● უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნისას დატვირთვა იდაყვზე;
● უბედური შემთხვევები.
იდაყვის ნერვის დაზიანების სიმპტომები
იდაყვის ნერვის დაზიანებას თან ახლავს ჩხვლეტისა და წიწკნის შეგრძნება. ამ დროს მტევანსა და თითებში ძალა დაქვეითებულია, რთულია მეოთხე და მეხუთე თითების გაშლა, ნაწილობრივ გამოხატულია მესამე თითის მოხრის უუნარობა, გართულებულია ხელის მოძრაობა და სიმძიმეების აწევის უნარი. ამ დროს რეკომენდებულია იდაყვის ნერვზე ზეწოლის მაქსიმალურად თავიდან აცილება. იდაყვის ნერვის დაზიანების სიმპტომებია:
● მოძრაობის შეზღუდვა;
● ძლიერი ტკივილი;
● ჩხვლეტის შეგრძნება.
მკურნალობის გზები
იდაყვის დაზიანებული ნერვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ეს პროცესი შესაძლოა მოიცავდეს ფიზიო ან ელექტროთერაპიას. თუ დაზიანების დონე მაღალია და მდგომარეობა რთულადაა, ამ დროს ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენებენ ორთოპედიულ ფიქსატორებს. ორთოპედიული ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იდაყვის ფიქსატორებს 2012 წლიდან სთავაზობს. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ისეთი ექსკლუზიური ბრენდებია წარმოდგენილი, როგორიცაა - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.
● იდაყვის ფიქსატორი - დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი ქსოვილისაგან. გააჩნია დამატებითი ბალიშები მეტი ფიქსაციისთვის, რაც ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისა და დატვირთვისგან ორმაგად იცავს. მოცემული ფიქსატორი იდეალურია იდაყვზე მიღებული ტრავმების სამკურნალოდაც.
● ეპიკონდილიტის ბანდაჟი - იდაყვის სახსრის მყესების ანთებისა ან დაზიანების დროს გამოიყენება. ეპიკონდილიტის დროს ის მყესზე დატვირთვას ხსნის და ტკივილს მაქსიმალურად ამცირებს.
ამ პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ, როგორც „ახალი ხედვის“ საფირმო მაღაზიებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე კომპანიის ოფიციალურ საიტზე - ონლაინ რეჟიმში.