იდაყვის ტკივილი
იდაყვის ტკივილი შეიძლება სპორტულმა აქტივობამ, გარკვეულმა ფიზიკურმა დატვირთვამ ან მყესის დაჭიმვამ გამოიწვიოს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს ტკივილი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას უკავშირდება. ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტს იწვევს, რადგან იდაყვი ის სახსარია, რომლის მეშვეობითაც წინამხრის მოხრა-გაშლა და ხელის ბრუნვა შეგვიძლია.
იდაყვის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
იდაყვის ტკივილის მიზეზი შეიძლება უეცარი დაზიანება ან ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაც იყოს. მის გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
● ხელის მოტეხილობა
● ბურსიტი
● ოსტეოართრიტი
● მყესის დაჭიმვა ან გახევა
● ნერვის კომპრესია
● იდაყვის გვირაბის სინდრომი
იდაყვის გვირაბის სინდრომი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა,რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებში გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია დაბუჟება,რომელსაც თითებისა და მტევნის ტკივილიც ახლავს თან. ამ დროს მეოთხე და მეხუთე თითი მოხრილი რჩება, მეორე ხელის დაუხმარებლად კი მათი გაშლა შეუძლებელია. ვეღარც ნეკა თითის განზიდვა ხერხდება. იმის გამო, რომ გამშლელი კუნთების ნერვული იმპულსაცია მოშლილია, მომხრელი კუნთები მთელი ძალით ქაჩავს მას. ამიტომაც იხრება თითები.
იდაყვის მყესის დაჭიმვა ჭარბი ფიზიკური აქტივობით არის გამოწვეული და ძირითადად სპორტსმენებს აწუხებთ.
იდაყვის ტკივილის მკურნალობის გზები
იდაყვის ტკივილის მკურნალობისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს,რაც უშუალოდ პრობლემის ხასიათსა და მის სირთულეზეა დამოკიდებული.ამ მეთოდებს შორისაა სახსრის მოსვნება,ფიზიოთერაპია,მედიკამენტოზური თერაპია,სახრის იმობილიზაცია და სტაბილიზაცია და ასევე ქირურგიული ჩარევა.
ადამიანები ძირითადად სახლის პირობებში ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას. ზოგჯერ ტკივილის შესამცირებლად პაციენტი ცდილობს სახსარი მოხრილი ჰქონდეს, რაც საბოლოოდ მოხრითი კონტრაქტურების ჩამოყალიბებას იწვევს. ამიტომ, ამ დროს ისევე როგორც სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვისა და აქტივობის დროს იდაყვის ფიქსატორის გამოყენებაა რეკომენდირებულია. მისი ტარება ამცირებს ტკივილს, ინარჩუნებს სითბოს და ყოველდღიურ საქმიანობაში მეტი კომფორტის შექმნა შეუძლია. ასევე იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად.