ინდივიდუალური ღაბაში
ინდივიდუალურ ღაბაშებს როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება აქვთ. მკურნალობის მიზნით მათ პაციენტები ბრტყელტერფიანობის, მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესისა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს იყენებენ.თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადება გაწუხებთ, მაშინ ექიმი მყარ სუპინატორს შეგირჩევთ, რომ მან თაღის სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. მისი ტარება სიარულის ან ფიზიკური აქტივობის დროს უფრო კომფორტული და პრაქტიკულია. პროფილაქტიკის მიზნით კი რეკომენდებულია სილიკონის დრეკადი ინდივიდუალური ღაბაშები, რომლებიც ტერფზე დატვირთვას ამცირებს.ის ასევე ტერფის არეში ტკივილის შემსუბუქებას, თაღის ანატომიურ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს.
ბრტყელტერფიანობა და მისი სიმპტომები
ბრტყელტერფიანობის დროს ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილი აწუხებს. ამ დაავადების გამო ტერფი დეფორმაციას იღებს და ამორტიზაციის უნარსაც კარგავს. თუმცა, გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობას სხვა სერიოზული დაავადებების გამოწვევაც შეუძლია, რადგან ტერფი სხეულის ფუნდამენტია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. ინდივიდუალური ღაბაშები კი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად ამავე ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ეფექტურია მისი ტარება ისეთი მდგომარეობებისა და აქტივობების დროს, როგორიცაა - სპორტული და პროფესიული დატვირთვა, ორსულობა, სქოლიოზი, რევმატული დაავადებები და ტერფის სხვა პათოლოგიები. სუპინატორს ხშირად იყენებენ სპორტსმენებიც, რადგან ისინი ბევრს ვარჯიშობენ და ხანგრძლივი ზეწოლა ხშირად ტერფზე და ქუსზლე პრობლემების გამომწვევი ხდება. ის ასევე ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს.
"ახალი ხედვის" ინდივიდუალური ღაბაშები
კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში მზა ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს მყარ და სილიკონის სუპინატორებს , რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. მათი შეძენა თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი. კომპანიის ფილიალებში მყარი და სილიკონის მზა სუპინატორების საკმაოდ დიდი არჩევანია და მათი ღირებულება 45 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, სასურველი მოდელის შეძენა ონლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია. თუმცა, თუ თვლით, რომ თქვენთვის ინდივიდუალური ღაბაშის დამზადებაა საჭირო, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ კომპანია "ახალი ხედვა" მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისს სთავაზობს. თავდაპირველად ტარდება ტერფის დიაგნოსტიკა უახლესი თაობის Diasu-ს აპარატურის საშუალებით.კვლევა ხდება როგორც უძრავ მდგომარეობაში,ტერფის საკნირებით,ასევე ,ბაროპოდომეტრიულ ბილიკზე სიარულისას.მიღებული შედეგებით ფასდება ტერფის მდგომარეობა,ექიმი კი იღებს გადაწყვეტილებას,როგორი სახის სუპინატორი სჭირდება პაციენტს,ინდივიდუალური თუ მზა,სტანდარტული.
განვიხილოთ, კომპანია “ახალი ხედვის” რამდენიმე მზა სუპინატორი:
● სილიკონის სიგრძივი დამჭერი ( წებოვანი) - გამოიყენება ბრტყელი ტერფის დროს. დამზადებულია სამედიცინო სილიკონისგან.გადაკრული აქვს რბილი ქსოვილი.
● სილიკონის ჩასაფენი - უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის სამკურნალოდ და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
● სუპინატორი B-300 (Redux Heel-2) - აფიქსირებს ფეხს ანატომიურ მდგომარეობაში.მისი მოხმარების შედეგად შეგიმსუბუქდებათ ტკივილი ქუსლის არეში მოძრაობის დროს.გამოიყენება როგორც ბრტყელი ტერფის,ასევე ქუსლის დეზის დროს.დამზადებულია კაუჩუკისა და სილიკონის მასალისგან
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 218 25 38