ინვალიდის გადასაადგილებელი ჭოჭინა

შშმ პირთა გადასაადგილებელი ჭოჭინა პაციენტებს გადაადგილებაში ეხმარება. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ამ პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ შეხვდებით მრავალფუნქციურ შშმ პირთა გადასაადგილებელ ჭოჭინებს, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან. თითოეული მათგანი არის კომფორტული და სრულიად მორგებული პაციენტის საჭიროებებზე. კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში  ექსკლუზიური   ბრენდების   მიერ   წარმოებული   მაღალი ხარისხის   პროდუქცია ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია იმპორტს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა:  მორსა / MorsaCyberg, ბერგერი/Berger, ბაუერფეინდი/Bauerfeind, დარკო/Darco და  სიგვარისი / Sigvaris. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას.

ინვალიდის ჭოჭინის ბენეფიტები

შშმ პირთა გადასაადგილებელი ჭოჭინები შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ისინი ძირითადად,  არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. ასევე,  ისინი გამოირჩევიან  ზომებით, ფუნქციური დატვირთვითა და ხარისხით.  თვითგადასაადგილებელი ჭოჭინა პაციენტებს ეხმარებათ:

  • გადაადგილებაში;
  • მოძრაობაში;
  • ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორ შევარჩიოთ ინვალიდის ჭოჭინა?

შშმ პირთა ჭოჭინები გამოირჩევიან  ზომებით, ფუნქციური დატვირთვითა და ხარისხით.  ზოგიერთი მათგანი არის კეცვადი, ზოგიერთს კი გვერდითი სახელურები  ეხსნება, რაც იძლევა საშუალებას, რომ პაციენტის საწოლში ან მანქანაში მარტივად გადავიყვანოთ. ზოგიერთს გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. არსებობს ასევე მრავალფუნქციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი და შესაძლებელია თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში. განვიხილოთ,  კომპანია “ახალი ხედვის” უმაღლესი ხარისხის პაციენტის მოვლის დამხმარე საშუალებები:

ეტლი ქოთნით - დამზადებულია ტყავის შემცვლელი მასალისგან. აქვს ქოთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოიხსნას და დამაგრდეს.

ეტლი - გათვლილია მაქსიმუმ 100 კგ-ზე და დამზადებულია ბრეზენტისგან. ეტლი არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. 

ელექტრო ეტლი შავი - არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით. ეს პროდუქტი ადვილად იკეცება, რაც კიდევ უფრო აადვილებს მის გამოყენებას. ეტლი არის გამძლე და კომფორტული.  ეხმარება პაციენტს დამოუკიდებლად და მარტივად გადაადგილებაში. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.

ელექტრო ეტლი წითელი - ინოვაციური გადასაადგილებელი საშუალებაა შშმ პირთათვის. მისი მაქსიმალური დატვირთვაა 130კგ, მაქსიმალური სიჩქარე, კი 6კმ/სთ. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.