ხელის ფიქსატორების ფასი

 

„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში ხელის ფიქსატორის ფასები 25 ლარიდან 290 ლარამდე მერყეობს. „ახალი ხედვა“ უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ  და ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს აერთიანებს.   ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და  ფილიალებით მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით. 

რა ღირს ფიქსატორები "ახალ ხედვაში"?

ხელის ფიქსატორებს ადამიანები ძირითადად მაჯის მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას. მათი გამოყენება ეფექტურია მყესების დაჭიმულობის, მაჯის არხის სინდრომისა და სხვადასხვა დაავადების დროს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი ფასების მიხედვით:

სხივ-მაჯის ბანდაჟი - ღირებულება - 25₾-დან იწყება.

აღწერილობა - სპორტული აქტივობებისა და სხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს მაჯის სახსარს დამატებითი დაზიანებისგან იცავს. ის დამზაებულია დამზადებულია 3 მმ პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.

სხივ-მაჯის ორთრეზი - ღირებულება 135₾

აღწერილობა -  გამოიყენება მაჯისა და თითების იმობილიზაციისთვის, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და  რევმატოიდული ართრიტის დროს. ის სრულად ზღუდავს მაჯის სახსარში მოძრაობას და გამოიყენება თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდეგ,რეაბილიტაციის პერიოდში. 

ცერა თითის სტაბილიზატორი  - ღირებულება - 85₾

აღწერილობა -სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს პაციენტები მოტეხილობის, ამოვარდნილობის და მყესის დაზიანების პერიოდში ატარებენ.

ხელის ფიქსატორების ფასების სანახავად ეწვიეთ ხელის ფიქსატორების კატეგორიას.

რა განსაზღვრავს ხელის ფიქსატორების ფასს?

ხელის ფიქსატორების ფასს განსაზღვრავს ფუნქციური მახასიათებლები და  მწარმოებელი კომპანია. ამ პროდუქციის დამჭერები ძირითადად  მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე მყესების დაჭიმულობის დროს გამოიყენება. ხელის ფიქსატორები პაციენტებს რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და სხივ-მაჯის სახსრის ფუნქციის  გაუმჯობესებაში ეხმარება.  

როგორ შევიძინოთ ხელის ფიქსატორები?

ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.  სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის საფირმო მაღაზიებში-  თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი.