ხელის მტევნის შეშუპება

ხელის მტევნის შეშუპება ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს ძირითადად, უკავშირდება რევმატული დაავადებებს, მოტეხილობას, ღრძობას ან ამოვარდნას. ეს პრობლემა ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში და რისკი გაცილებით მატულობს ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს მათი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მაღალია.

ხელის მტევნის შეშუპების სიმპტომები

ხელის მტევნის შეშუპების დროს ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს, განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება .  ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია:

ტკივილი;

ჩალურჯება სახსრის გარშემო;

რთულდება მუშტის შეკვრა და საგნების ხელში აღება.

ხელის მტევნის შეშუპების გამომწვევი მიზეზები

გარდა ტრავმებისა და დაზიანებისა ხელის მტევნის შეშუპებას იწვევს ლიმფოსტაზი. ამ დროს ადგილი აქვს ლიმფური სადინრების კომპრესიას და შეფერხებულია ლიმფის ტრანსპორტირება, რის შედეგადაც სითხე გროვდება უჯრედშორის სივრცეში - ეს, კი იწვევს შეშუპებას. ამ დროს კიდურები დიდდება, დეფორმირდება, კანი გამოშრობას იწყებს და ხშირად სკდება, შესაბამისად, იზრდება ჭრილობაში ინფექციის შეღწევის რისკიც. შედეგად, ვითარდება წითელი ქარი და ლიმფური სადინრების ანთება. 

გაშლილ ხელზე დაცემა;

არასწორი მოძრაობა;

დაავადებები;

მოულოდნელი ტრავმა.

ხელის მტევნის შეშუპების მკურნალობა 

ხელის  ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ხელის ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქტია ეფექტურია უეცარი მოტეხილობის, ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. გარდა ამისა, ეს სამედიცინო საშუალება ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და ხელს სასურველ პოზიციაშიც აფიქსირებს. ლიმფოსტაზის დაავადებასთან შესაჩერებლად, კი მიზანშეწონილია კომპრესიული ტრიკოტაჟით მკურნალობაა, რადგან ეს მეთოდი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით- სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში.

ლიმფოსტაზის ხელის წინდა, მტევნის გარეშე - ისევე, როგორც თითებიანი მოდელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და მისი უნიკალური სტრუქტურა ძალიან კომფორტულია. 

ამ პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე საფირმო ფილიალებშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია.