ხელჯოხების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”

 

ხელჯოხები პაციენტებს წონასწორობის დაცვაში ეხმარება. არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი ხელჯოხები, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც. კომპანია „ახალი ხედვა“  მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ხელჯოხებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:    

ორთოპედიული სამარჯვი (ოთხი ფეხით) - არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.

დასაკეცი ხელჯოხი -  სიმაღლეში რეგულირდება და მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. კონკრეტულად ეს მოდელი მარტივად შეიძლება დაიკეცოს, შესაბამისად,  მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ.  

იღლიის ყავარჯენი - აქვთ რეზინის ან სილიკონის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი სიმაღლეში რეგულირება შეგიძლიათ. იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის ის უფრო რეკომენდებულია. ეს პროდუქტი უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ორთოპედიული ყავრჯნის ტარება და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო მოსახერხებელი იქნება.

ხელჯოხი პაციენტებს წონასწორობის დაცვაში და გადაადგილებაში ეხმარება. მისი გამოყენება ხდება მაშინ,  როდესაც ტრავმის შედეგად ფეხს ძალა არ უნდა დააწვეს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:  

ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა;

სპორტული დაზიანება;

ავარია; 

მოტეხილობა;

მყესების დაჭიმულობა. 

კომპანია „ახალი ხედვის“ პროდუქტების შეძენისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისის ფილიალებს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, კომპანია სამედიცინო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. გამოწერილ პროდუქტს კონსულტანტი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით. კომპანია “ახალი ხედვა” უსინათლოებს მათთვის განკუთვილ სპეციალურ ხელჯოხებსაც სთავაზობს.